ზონდერების ცნობილ უსტაბაშ გია უდესიანს, რომელიც საქართველოდან გაიქცა, ჩეხეთში მანქანა აუფეთქეს

ზონდერების ცნობილ უსტაბაშ გია უდესიანს, რომელიც საქართველოდან გაიქცა, ჩეხეთში მანქანა აუფეთქეს

"კვირას "ასავალ-დასავალს" სანდო წყარომ მიაწოდა ინფორომაცია, რომ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი გიორგი ცააძე, რომელიც თბილისში ჩოგბურთის კორტებთან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებულ სისხლიან ოპერაციაში მონაწილებდა და რომელსაც იური ვაზაგაშვილი თავისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის დახვრეტაში ადანაშაულებს, 20 ოქტომბერს ე.წ. მატროსოვის ციხიდან პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით გაათავისუფლეს. ცააძე არა ზურა ვაზაგაშვილი მკვლელობისთვის, არამედ სულ სხვა დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. როგორც აღმოჩნდა, ინფორმაცია ცააძის ციხიდან გამოშვები შესახებ მასაც მიაწოდეს", - წერს გაზეთი "ასავალ-დასავალი" სტატიაში სათაურით იური ვაზაგაშვილი: ჩემი შვილის მკვლელი გიორგი ცააძე, რომელმაც საკონტროლო გასროლა მოახდინა, სააკაშვილმა შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა!

"დიახ. მე გადავამოწმე ეს ინფორმაცია და მართალია - ცააძე 20 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ცააძე იყო კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კორტებთან ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის ერთ-ერთი დამგეგმავი ლევან გვაზავასთან, ირაკლი ქადაგიძესთან და ირაკლი ფირცხალავასთან ერთად. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ზურას მანქანის მიმართულებით პირველმა ცააძემ დაიწყო სროლა, ბოლოს კი ჩემს შვილზე საკონტროლო გასროლაც მოახდინა! პროკურატურა რომ ვითომ იძიებდა საქმეს, ცააძე ფსევდონიმით დაკითხეს - საერთოდ, ზურას და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმეს თვითონ ამ მკვლელობის უშუალო მონაწილეები იძიებდნენ. დიახ, გამომძიებელი კვინიკაძე უშუალოდ მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში. ცააძეს ჩემი შვილისა და საშკა ხუბულოვის გარდა, კიდევ არაერთ მკვლელობაში აქვს მიღებული მონაწილეობა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იური ვაზაგაშვილი.

"ჩემი ინფორმაციით, ცააძე არაერთხელ იყო დაპატიმრებული ხულიგნობაზე - მაგას აქვს საშინელი სიმთვრალე და რომ დალევს. ადამიანებს სცემს და აწამებს. 2011 წელს ერთ-ერთ რესტორანში ცააძე "შეეჯახა" ახალაიას ბანდის წევრებს, ახალაიების ერთ-ერთი ახლობელი სასტიკად სცემა. სწორედ ამის შემდეგ დააპატიმრეს და 2 წელი ჰქონდა მისჯილი. სასჯელის ვადა გასდიოდა 2013 წლის სექტემბერში. "მატროსოვის" ზონიდან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ცააძე 20 ოქტომბერს შეიწყალეს და ღამით გამოუშვეს ციხიდან. სხვათა შორის, "მატროსოვის" ზონის უფროსად გადაიყვანეს ჩემი შვილის მკვლელობის ერთ-ერთი თანამონაწილე გიორგი ხიზანიშვილი, იგი მანამდე თბილისი პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორ ფიქრობთ, ცააძე პირადად სააკაშვილმა შეიწყალა?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, შეწყალების უფლება აქვს მხოლოდ სააკაშვილს. ახლა ყველა მკვლელს სააკაშვილი და მერაბიშვილი ციხიდან უშვებენ და საზღვარგარეთ აცილებენ, რათა მოწმეები მოიშორონ და გამოძიებას აღარ ჰქონდეს მათი დაკითხვის საშუალება. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, ციხიდან გამოშვებული ცააძე რამდენიმე დღეში დატოვებს საქართველოს, ასევე მოიქცევიან სხვა მკვლელებიც. თუმცა, უკეთესი იქნება არ გაიქცნენ საქართველოდან, რადგან საზღვარგარეთ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება - არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა ისინი, როგორც სახიფათო მოწმეები ფიზიკურად მოიშოროს. ამიტომ ურჩევნიათ საქართველოში დარჩენა - ქართულ ციხეში მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრება".

"და კიდევ - რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს ინფრომაცია, რომ ზონდერების ცნობილ უსტაბაშ გია უდესიანს, რომელიც საქართველოდან გაიქცა, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მანქანა აუფეთქეს და შემთხვევით გადარჩა. არ არის გამორიცხული, რომ თვითონ სააკაშვილი და მისი ბანდა ცდილობდეს მოწმეების მოშორებას! - მოგეხსენებათ, უდესიანმა ბევრი რამ იცის და პირი თუ მოაღო, სააკაშვილი და მისი ბანდის წევრები კიდევ უფრო შავ დღეში ჩაცვივდებიან", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით შალვა ხაჭაპურიძე: მე გავიმარჯვე არჩევნებში და შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი მე ვარ!

"უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ქართველი ცოლ-ქმარი, რომლებმაც დაინახეს, როგორ შეჰქონდათ სადარბაზოში ჟვანიას ცხედარი, დღეს ცხოვრობენ ირლანდიაში. ეს ქალბატონი და მისი ქმარი სადარბაზოდან გამოვიდნენ მაშინ, როცა იქ ცხედარი შეჰქონდათ. ბუნებრივია, მათ იმწუთას არ იცოდნენ, რომ ეს ჟვანიას ცხედარი იყო, მაგრამ მეორე დღეს, როგორც კი ტელევიზიით მოისმინეს ჟვანიას დაღუპვის შესახებ, მოისმინეს იმ სახლის მისამართი, სადაც ჟვანიასა და იუსუფოვის ცხედრები იქნა ნაპოვნი, მაშინვე მიხვდნენ, რომ ცხედარი, რომელიც წინა ღამით შეიტანეს იმ სახლის სადარბაზოში, საიდანაც ეს ცოლ-ქმარი გამოვიდა, ჟვანიას ეკუთვნოდა - ამ ქალბატონმა და მისმა მეუღლემ მეორე დღესვე დატოვეს საქართვლო, რადგანაც გააცნობიერეს, რომ დიდი დანაშაულის უნებლიე მოწმენი გახდნენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თემურ შაშიაშვილი: ქართველი ცოლ-ქმარი, რომელმაც დაინახა, როგრო შეჰქონდათ სადარბაზოში ჟვანიას ცხედარი, დღეს ცხოვრობს ირლანდიაში!

"ახლა კი ყველაზე სანტერესო რამეს გეტყვით: რამდენიმე თვის წინ ამ ქალბატონს ირლანდიაში მანქანა დაეჯახა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ახლაც ლოგინს არის მიჯაჭვული. მისი მეუღლე კი ძალიან მძიმედ მოიწამლა და სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან! - ეს ადამიანები ეჭვობენ, რომ ქალბატონს მანქანა გამიზნულად დაეჯახა, მისი მეუღლე კი მოწამლეს და ეს სააკაშვილი ხელისუფლების მიერ არის მოწყობილი!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ შაშიაშვილი.