"საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, გახარია მართავს სისტემას, თუ მის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებებს"

ექვსდღიანი პაუზის შემდეგ, შს მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოებისა და ჟურნალისტების წინაშე 27 და 28 ივნისს ორჯერ გამოჩდნა, მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მინისტრმა აღნიშნა, რომ 20 ივნისის ღამის მოვლენების პასუხისმგებელი პირი თავადაა, თუმცა თავი აარიდა მთავარ შეკითხვას - "ვინ გასცა ბრძანება, 20 ივნისის ღამეს აქციის დარბევაზე".

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "რეზონასთან" საუბარში აღნიშნავს,რომ გახარიას ნათქვამი, რომ "პასუხისმგებელი პირი თავადაა" ეჭვის საფუძველს იძლევა იმაზე, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მის გარეშეც შეიძლება მიღებულიყო.

"ამ კონკრეტულ საკითხში, გახარიამ დაახლოებით ისეთი პოზიცია გამოხატა, მიუხედავად იმისა, რომ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, პასუხისმგებელი პირი ვარ მეო. ეს თავისთავად ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ გახარიას გარეშეც შეიძლება მიღებულიყო მსგავსი გადაწყვეტილება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი ის არის.

"საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს რა პრინციპით მუშაობს სტრუქტურა, ვინ არის გადაწყვეტილებების მიმღები სუბიექტი, ან ვინ ერევა, გახარია მართავს სისტემას, თუ მის გარეშე იღებენ გადაწყვეტილებას და ა.შ.

"გახარიას ბუნებრივია ახალი არაფერი არ უთქვამს, ის შეეცადა,რომ სიტუაცია დაეხატა ისე, როგორც თვითონ ხედავდა მისთვის სასურველი ფორმით, ეს იყო მთელი ამ შეხვედრის პრინციპი, მან მთელ ამ პროცესში მარტო ოპოზიციას დასდო ბრალი, ამ ნაწილში ის კონკრეტული იყო.

"საკმაოდ ბუნდოვანი იყო საკუთარ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში, მან არ გამოხატა ბოლომდე რას გულისხმობდა საკუთარ პასუხისმგებლობაში და შესაბამისად, აქ სიახლის პრინციპი კი არ იყო მოტივირებული, არამედ ის, რომ გარკვეული ისეთი შეტყობინებები გამოეშვა, რომელსაც შესაძლოა მეტ-ნაკლებად დადებითი ეფექტი ჰქონოდა და რამდენად ჰქონდა ეს უკვე სხვა თემაა." - თქვა მან.

ანალიტიკოსის თქმით, შს მინისტრი ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრებზე ხისტი და აგრესიული არ ყოფილა, რადგან ის ცდილობდა ხალხისგან დამატებითი აგრესია არ გამოეწვია.

"როდესაც საპირწონე მისი სიმართლის მხარესაა ხოლმე გადახრილი, ბუნებრივია, ის უფრო ენერგიულიცაა და უფრო ხისტიც, მაგრამ ამ შეხვედრის ფორმატი არ მოიცავდა იმას, რომ გახარია აგრესიული ყოფილიყო ჟურნალისტების მიმართ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, მან ივარაუდა, რომ რთულ შეკითხვებს დაუსვამდნენ და შესაბამისად შეარჩია რაღაც უფრო საქმიანი და მხსნელი სუბიექტი გამოჩენილიყო.

"ის რაღაც მომენტებში იყო კიდეც ხისტი, მაგრამ ისეთი იმიჯი დატოვა, რომ ცდილობდა აეხსნა და ინფორმაცია მიეწოდებინა ჟურნალისტებისათვის, ალბათ იმიტომაც შეარჩია ეს ტონიც, რომ კიდევ დამატებითი აგრესია არ მიეღო" - განაცხადა გამზარდიამ.

გამზარდია ამბობს, რომ გახარია შესაძლოა ივანიშვილის მნიშვნელოვან საკვანძო საკითხებშია ჩართული, თავი ჯერ არ ამოუწურავს და მას ამიტომაც არ ცვლის.

"ზოგადად, საუბრობენ იმას, რომ გახარიას მიმართ ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტი ნდობის ფაქტორი აქვს, ან უფრო მეტად არის ჩართული ივანიშვილის საკვანძო საკითხებში.

"შესაძლოა პიროვნული ფაქტორიც იყოს, თუმცა, ვეჭვობ, რომ ივანიშვილი ასე მარტივად ენდობოდეს ადამიანებს, როგორც ჩანს, გახარიას ჯერ კიდევ ამ მიზნებისთვის თავი არ ამოუწურავს, როცა ამოწურავს, რა თქმა უნდა შემდეგ იქნება შეცვლილი და გვერდით გადადებული." აცხადებს ანალიტიკოსი "რეზონანსთან" საუბარში.

სოციალისტი არჩილ დიდი ხანია არაობიექტური ხარ. ძალიან დიდი ხანია! ეს ფსევდოჰუმანიზმი არ უხდება პატრიოტ ადამიანს! მაგრამ რისი პატრიოტები ხართ ტქვენ, ვისაც ამ სიტყვის გაგონება ყურს გჭრით?!
4 წლის უკან
უ ც ხ ო : მე მხოლოდ სათაური წავიკითხე (მაგის ტექსტებს აღარ ვკითხულობ) და იქიდან გამომდინარე ვწერ: საზოგადოებას იმისი უფლებაცა აქვს იცოდეს, საიდან ფინანსდებიან ლგბტ თემი და მისი მხარგამჭერი ' ა ს ო - ები?
4 წლის უკან