"არც ერთი დანაშაული, თუ ის გამყარებულია მტკიცებულებებით არ დარჩება დაუსჯელი... ბაჩო ახალაიაზე მტკიცებულებების დიდი რაოდენობა უკვე არსებობს..."

"პირველ რიგში ჩვენი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო. ეს არ არის მარტივი. დღემდე მე გავეცანი საკუთრივ იუსტიციის სამინისტროს და იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფუნქციონირებას, რომელიც ექვემდებარებიან იუსტიიციის სამინისტროს. მე თავს შევიკავებ საბოლოო განცხადებები გავაკეთო, თუმცა ჩემთვის რამდენიმე მიმართულება უკვე იკვეთება. მაგალითად, ეს გახლავთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა. მისი დაკომპლექტები წესი აბსოლუტურად არის მორგებული "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გუნდზე, პრეზიდენტის ნება-სურვილზე და ეს არის მკაცრად პოლიტიზებული ორგანო, რომელიც მართლმსაჯულების სწორად დაკომპექტების საშუალებას არ იძლევა!", - აცხადებს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი თეა წულუკიანი გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "არც ერთი დანაშაული, თუ ის გამყარებულია მტკიცებულებებით არ დარჩება დაუსჯელი... ბაჩო ახალაიაზე მტკიცებულებების დიდი რაოდენობა უკვე არსებობს..."

"იგივე შეიძლება ითქვას იუსტიციის უმაღლეს სკოლაზეც. ამ სკოლის შესახე კანონმდებლობას რომ ჩახედავტ, მიხვდებით, რომ ის რვაფეხა, რომელიც გამეფებულია ქართულ მართლმსაჯულებაში, სკოლაშიც არის ფესვგადგმული. აქ ეგრეთწოდებული დამოუკიდებელი კომიტეტი, დაკომპლექტებულია კუბლაშვილით, მეიშვილით, ცერცვაძით... ესენი არიან "ქართული მართლმსაჯულების კორიფეები", რომლემაც დაჩოქილ მდგომარეობაში ჩააყენეს სასამართლო სისტემა. დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა ტერმიტების ბუდეს მაგონებს - ეს არის ძალიან მაღალი და რთული კონფიგურაციის ნაგებობა, რომლის შიგნით რა ხდება, ვერავინ გაიგებს. გარეშე თვალისთვის გაუგებარია, შიგნით რა ხდება და თუ გინდა შეებრძოლო, საჭიროა მისი დარღვევა. ჩვენ ამ სისტემას დავარღვევთ!", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეა წულუკიანი.

"დღეს, სანამ არ ვარ დამტკიცებული იუსტიციის მინისტრად, რომ გაგიმხილოთ ყველა ნაბიჯი - რა იქნება პირველი, რა იქნება მეორე, ეს ჩემი მხრიდან იქნება წინდაუხედაობა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული სტრატეგია, რას ვუზამთ იმ მოსამართლეებს, რომლებმაც შეგნებულად მიირეს უკანონო გადაწყვეტილებები დ ჩვენს ქვეყანაში სათავე დაუდეს უბედურებას. არ ვფიქრობ, რომ ასეთ მოსამარტლეებს ან მის დამცველებს აქვტ რამე ტიპის მორალური უფლება ისაუბრონ სამართლებრივ ენაზე და ამოეფარონ კანონით დადგენილ ვადებს. ამაზე მეტს ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გეტყვით", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვას - "იქნებ, ის მაინც მითხრათ, რა დროში ელოდებით "ტერმიტების ბუდის" დარღვევას და რეალურად სამართლიანი სამართლოს ჩამოყალიბებას?" - პასუხობს:

"სამართლიანი სასამართლო ისეთი, როგორც არის დასავლეთის ქვეყნებში, ვერც წლის ბოლომდე იქნება და ვერც რამდენიმე თვეში. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ამ 9 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაფუჭდა. რეალურად, ჩვენ ახლა ვიწყებთ სასამართლოს ჩამოყალიბების პროცესს, თუ არ ჩევთვლით ლამაზ ნაგებობებს, გამართულ ლოჯისტიკასა და ერთ მუჭა მოსამართლეებს, რომელთა განაჩენსაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით, რომ ბევრი უწვალიათ, ასე თუ ისე, სამართლიანი შედეგი რომ დაედოთ... თუმცა პირველი ქმედითი ზომები, რომელსაც პარლამენტი მიიღებს , რა თქმა უნდა იქნება გაცილებით მალე და არა აქვს ან სამ თვეში - როცა კონკრეტულ საქმეებზე გამოძიებას დავასრულებთ, ჩვენ უკვე გვექნება პირველი ნიშნები იმისა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს".

"ჩენ არ გვინდა პოლიტიკური ნიშნით რევანში. ეს არ უნდა იყოს ის ბარბაროსული ქმედება, რაც სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა. თქვენ გახსოვთ მისი პირსისხლიანი განცხადებები ტრიბუნებიდან და არ მხოლოდ ტრიბუნებიდან. გახსოვთ ირაკლი ოქრუაშვილის ქმედებები, როცა მისმა სპეცრაზმმა საღინაძის ფეხმძიმე რძალი კინწისკვრით გამოაგდო სახლიდან, ასეთი მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია. გვახსოვს ტელედაჭერები. ჩვენ არასოდეს ვცაკადრებტ ქართველ ხალხს, რომ მათ ვაჩვენოთ რომელიმე ქვეყნის უბედურების ავტორი მაღალჩინოსნის მეუღლე საცვლებში. ადამიანის ღირსება უნდა იყოს ხელშეუხებელი", - დასძენს თეა წულუკიანი.