უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილი

უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილი

პარასკევს, ჩინეთში გარადაიცვალა XX საუკუნის უკანასკნელი “მოწმე“ -  „დიდი ჩინელი“ დენ სიაო პინი.


იგი პირადად მონაწილეობდა 1917 წლის მოვლენებში რუსეთში, იცნობდა ლენინს, სტალინს, ტროცკის, შემდგომ მისი აქტიური მონაწილეობით მოხდა რევოლუცია ჩინეთში, დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, დაიწყო ცივი ომი, კულტურული რევოლუცია, მოხდა განხეთქილება საბჭოთა კავშირთან, ჩინეთი მივიდა სამოქალაქო ომის პირას (მაო ძე დუნის გარდაცვალების შემდეგ). დენ სიაო პინმა დაიწყო გრანდიოზული რეფორმა ჩინეთში - სხვათა შორის უფრო ჭკვიანურად, წინდახედულად და (რაც მთავარია) მიზანშეწონილად, ვიდრე გორბაჩოვმა. შედეგიც თვალსაჩინორა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ჩინეთს „ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო“, ჩინეთის ეკონომიკაში ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა, საბჭოთა კავშირ-რუსეთში კი მხოლოდ... 170 მილიონი დოლარისა!


მიზეზი გასაგებია: ამერიკელ ინვესტორს უპირველეს ყოვლისა სტაბილურობის დონე აინტერესებს ამა თუ იმ ქვეყანაში და არა დემოკრატიულობის ხარისხი. დენ სიაო პინი ამას მიხვდა. მასვე ეკუთვნის მახვილგონივრული გამონათქვამი: „არა აქვს მნიშვნელობა, რა ფერისია კატა, - მთავარია იგი თაგვებს იჭერდეს კარგად“.


ამავე დროს, დენ სია პინი ბოლომდე დიქტატორად (ჭკვიან და სასტიკ დიქტატორად) დარჩა. სწორედ მისი ბრძანებით ამოწყვიტა ჩინეთის არმიამ ათი ათასი (!) სტუდენტი ტიან-ან-მინის მოედანზე 1989 წლის მაისში.


შეიძლება ითქვას, დენ სიაო პინის გარდაცვალებით კაცობრიობამ დაკარგა ერთ-ერთი უკანასკნელი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიის განვითარებაზე II ათასწლეულის მიწურულს.