საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას გარდაცვალებიდან 21 წელი გავიდა. გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო დაღუპული გმირის ხსოვნას.

ზაზა დამენია 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს გმირულად დაიღუპა. მას სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“ ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა.