2020 წლის არჩევნებში

2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება" დამარცხდება

ინტერვიუ გუბაზ სანიკიძესთან

"ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს არჩევნების გაყალებებას გეგმავს, რაც პირდაპირ ვამბობ, რომ არ გამოუვა. რაც შეეხება უზენაესისა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამდებობებზე კობახიძის, თადუმაძისა თუ სხვათა დანიშვნას, ხელისუფლება მალე შეიცვლება და პოსტიდან ყველა მათგანი გაპანღურდება“, - ამის შესახებ “2020NEWS“-თან პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

- ბატონო გუბაზ, პარლამენტის შუალედურ არჩევნებშიქართული ოცნებისკანდიდატმა ლადო კახაძემ ხმათა 61.83%, ხოლო ბლოკის  "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისკანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17% მოიპოვა. თუკიქართული ოცნებისხელისუფლების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და პროტესტის  გრძნობა არსებობს, მაშინ, რით ხსნით არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატთა უპირობო გამარჯვებას?

- საზოგადოებაში "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ არსებული უკმაყოფილება პასივშია გადასული. ოპოზიციური პარტიები საზოგადოებრივ უკმაყოფილებას კი სათანადოდ ვერ ემსახურებიან.  ქვეყანაში სერიოზული ალტერნატიული ძალა იმიტომ არ არის ჩამოყალიბებული, რომ ოპოზიციური პარტიები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ვფიქრობ, რომ მთაწმინიდაზე ბოლო არჩვენები იყო, სადაც ხელისუფლებამ უპირობოდ გაიმარჯვა.

ერთადერთი, რაც შეიძლება საზოგადოებამ მმართველ პარტიას დაუპირისპიროს, არის საერთო სულისკვეთება, რაც ხალხში, ჯერჯერობით, არ არსებობს. საზოგადოებრივ პროტესტს რამდენიმე სტადია ახლავს თან.  პირველი სტადია არის გულის აცრუება, მეორე ინდეფერენტიზმი, მესამე გამოსავლის ძიება, მეოთხე კი - გამძვინვარება. საზოგადოება ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაზე უკვე ფიქრობს.

- იმ შემთხევაში, თუ მმართველი პარტიის მიმართ საზოგადოებრივმა უკმაყოფილებამ უფრო მწვავე სახე არ მიიღო და ხალხი კვლავ ფუსტრაციის პროცესში დარჩა,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს "ქართული ოცნებამაინც წააგებს?

- ვნახოთ, დინამიკა და ლოგიკა არის ისეთი, რომ 2020 წელს მმართველი პარტია დამარცხდება. "ქართული ოცნება“ საზოგადოებას ვერაფერს პოზიტიურს ვერ თავაზობს, ამიტომ ხალხი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ქვეყნის სამართავად არ გამოდგება. ასეთ ვითარებაში, სერიოზული პრობლემა არის არა მარტო "ქართულ ოცნებაში“, არამედ ოპოზიციაშიც.

- საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  გუშინ "ქართული ოცნებისრჩეული კანდიდატი ლადო კახაძე თოჯინას შეადარა, რომელიც სხვის ბრძანებებს შეასრულებს. თქვენი მოსაზებით, პარლამენტში კახაძე რისთვის მიდის, დასასვენელბად დასხვისი ბრძანებების შესასრულებლადთუ საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმეების საკეთებლად?

- ლადო კახაძე პარლამეტში არაფრისთვის არ მიდის, ის უბრალოდ ვერაფერს გააკეთებს. კახაძეს პირადად ვიცნობ და როგორც ადამიანს და კარაგ სპეციალისტს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი პოლიტიკოსობა უბრალოდ წარმოუდგენელი და სასაცილოა. რა უნდა გააკეთოს პარლამენტში ლადო კახაძემ?! - არაფერი,  სხდომებს დაესწრება.

- უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობისთვის გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც იბრძვიან, რომლის ადგილს, სავარაუდოდ, პარალამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაიკავებს. როგორ ფიქრობთ, რა მიზანი აქვს სახელისუფლებო შტოში პერსონალიების თამაშის პროცესს?

- “ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სასამართლოს სისტემის სრული გაკონტროლება სურს, რადგან 2020 წელს არჩვნების გაყალებებას გეგმავს, რაც  პირდაპირ ვამბობ, არ გამოუვა. რაც შეეხება უზენაესისა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თანამდებობებზე კობახიძის, თადუმაძისა თუ სხვათა დანიშვნას, ხელისუფლება მალე შეიცვლება და პოსტიდან ყველა მათგანი გაპანღურდება.

Maverick გუბაზ, გუბაზ!
რატომ ჩაყავი ფეხი ასეთ პოლიტიკურ ჩეჩმაში?! რა გრჯიდა?! ნუთუ მასეთი პოლიტიკით გგონია 2020 წელს დიდ სახელოს მიიღებ ხალხისგან?! არ მგონია დიდი შემდეგი დადო მაგ მოტივტივე “პოლიტიკოსებუის” მხარში დგომით...
2 თვის უკან
Maverick გუბაზ, გუბაზ!
რატომ ჩაყავი ფეხი ასეთ პოლიტიკურ ჩეჩმაში?! რა გრჯიდა?! ნუთუ მასეთი პოლიტიკით გგონია 2020 წელს დიდ სახელოს მიიღებ ხალხისგან?! არ მგონია დიდი შემდეგი დადო მაგ მოტივტივე “პოლიტიკოსებუის” მხარში დგომით...
2 თვის უკან