“ივანიშვილს უკვე ისე აქვს შეტოპილი, რომ…”

“ივანიშვილს უკვე ისე აქვს შეტოპილი, რომ…”

"თადუმაძეს ისეთი სივრცე დახვდა, რომ ეტყობა თავად მიხვდა, რომ მალე გადააყენებენ, მითუმეტეს, რომ ასეთ თანამდებობებზე ძალიან მოკლე დროით არიან და სურს გადავიდეს ისეთ სფეროში, სადაც სტაბილურად იქნება."აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია, ვისაც "რეზონანსი" მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": როგორც "ოცნებაში" აცხადებენ, პარტიაში მომავალი არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო და დარწმუნებული არიან, რომ 2020 წლის არჩევნებში მესამედ მოვლენ ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, პირველი ნაბიჯები მიზნისკენ უკვე გადაიდგა, ღარიბაშვილი ძველი გვარდიის გაერთიანებას აპირებს.

არჩილ გამზარდია: მიუხედავად იმისა, რომ აქვს ძალაუფლება, არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ პარქატიკულად ამომრჩეველი არ ჰყავს და ტექნიკური საშუალებები მუშაობს.

ამიტომ, ხელისუფლება ცდილობს ელექტორატის შევსებას და ღარიბაშვილის ფაქტორი ამისთვის უნდა იყოს გამოყენებული. რამდენად შეძლებენ, ეს სხვა საკითხია, პირადად მე სკეპტიკურად ვუყურებ ამას. დღეს ხელისუფლების ძალისხმევა ძირითადად მიმართულია იქითკენ, რომ შეინაჩუნოს და განამტკიცოს არეალი და გავლენა.

რაც შეეხება "ოცნების" ოპტიმიზმს, რომ მესამედ მოვლენ ხელისუფლებაში. ასეთი პარქტიკა არსებობს აშშ და სხვა ქვეყნებში, ერთი და იგივე პარტიები მოძრაობენ, მაგრამ ლიდერებს შეზუდული დრო აქვთ.

ჩვენთან ასე არ ხდება. პარტიების კი არა ლიდერების მმართველობა მიდის არანორმალური დროით. ბიძინა ივანიშვილს უკვე ისე აქვს შეტოპილი პოლიტიკაში, რომც უნდოდეს ვეღარ გამოვა. ის არის ძალაუფლების ცენტრი და შეიძლება მოსწონს კიდეც...

"": სწორედ ამ უზარმაზარ ძალაუფლებაზე აკეთებენ აქცენტს როგორც ოპოზიცია, ისე ექსპერტები. მას შემდეგ, რაც მოქმედი გენერალური პროკურურორის გვარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ სიაში აღმოჩნდა, ექსპერტთა წრეებში გაჩნდა მოსაზრება, რომ ივანიშვილის სურვილია თადუმაძე გახდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რაც იმაზეც მიანიშნებს, რომ კობახიძის ფრთას ასუსტესო. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ა.გ: თადუმაძეს ისეთი სივრცე დახვდა, რომ ეტყობა თავად მიხვდა, რომ მალე გაადაყენებენ, მითუმეტეს, რომ ჩვენთან თანამდებობეზე ძალიან მოკლე დროით არიან და სურს გადავიდეს ისეთ სფეროში, სადაც სტაბილურად იქნება.

რაც შეეხება კობახიძის ფრთის დასუსტებას, ასეთ მიდგომებს ვერ ვიგებ. რაში უნდა სჭირდებოდეს ივანიშვილს კობახიძის დასუსტება თუ ვამბობთ, რომ განუზომელი ძალაუფლება აქვს.

რომ მოინდომოს, კობახიძე ხვალვე გადადგება, ამიტომ ეს სტრატეგია არ მოქმედებს. მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თანაბარ ბრძოლაში არიან და ივანიშვილი ტოტალური მმართველი არ არის, რაც ასე არ არის.

ივანიშვილს თავში ჩაკაკუნების სტრატეგია არ ახასიათებს, ის აცდის ადამიანებს და თუ მასთან თანხვედრაში არ მოდის, ათავისუფლებს, ანუ რაღაც ეტაპებში არ ერევა.

"": ოპოზიციაც დარწმუნებულია, რომ 2020 წლის არჩევნებს მოიგებს. ამის საფუძველს კი ის აძლევთ, რომ ხელისუფლებას 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩაატარებას აიძულებენ; ამისთვის კი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებენ. წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე?

ა.გ: ოპოზიციის მხრიდან ეს არის პოლიტიკური ჟესტი და არა შედეგზე ორიენტირებული. ოპოზიციამ პოზიტიური ზეწოლის ქვეშ ხელისუფლება აიძულოს 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩაატარებინოს, მარტივი არ არის.

მხოლოდ იმის დამტკიცებას შეძლებს, როგორ გულგრილად უყურებს ხელისუფლება საარჩევნო სისტემის საკითხს. მარტო ხელმოწერებითაც ეს ვერ მოხერხდება, თუმცა, პროცედურული თვალსაზრისით შეიძლება ოპოზიციას გაჰყვეს, მაგრამ მაინც იმ გადაწყვტილებას მიიღებს, რასაც მიზანშეწონილად ჩათვლის.

ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ამ მოთხოვნას მასობრივი იერი უნდა ჰქონდეს.

 

სოციალისტი არავითარი მხარდაჭერა პროპორციულ სისტემას. ბოიკოტი პოლიტიკურ პარტიებს, უკლებლივ, ყველას! პარტიული სისტემა შლის ერის სხეულს, ერის მთლიანობას, საზოგადოების გახლეჩას, ქიშპს, უაზროდ ეულის ხარჯვას ყოვლად უმაქნის არჩევნებზე, რომელთაც დაძაბულობის და უბედურების მეტი არაფერი მოაქვთ
4 წლის უკან
სოციალისტი საქართველოს მთავარი, ყველა პრობლემაზე უმთავრესი პრობლემა არის პოლიტიკური პარტიების არსებობა!
4 წლის უკან