გუბაზ სანიკიძე:  დასაწყებია საერთო სახალხო მოძრაობა, ხალხი ქუჩაში მალე გამოვა

გუბაზ სანიკიძე: დასაწყებია საერთო სახალხო მოძრაობა, ხალხი ქუჩაში მალე გამოვა

ინტერვიუ გუბაზ სანიკიძესთან

"ბიძინა ივანიშვილი იმაზე უფრო რეალურად აფასებს ხალხთან დამოკიდებულებას, ვიდრე ჩვენ დანარჩენები, რომლებსაც გვგონია, რომ ქართველ ხალხს რაღაც პრინციპები ჯერ კიდევ შერჩა. არადა, როცა გაჭირვებაშია ხალხი, პინციპებს კარგავს და არებობის შენარჩუნებისთვის ინსტიქტებზე გადადის. ივანიშვილს ფულის დარიგება ამიტომ გამოსდის.

"ქართულ ოცნებას“ აღარც პოლიტიკური პროგრამა სჭირდება და აღარც დაპირებების გაცემა, რადგან პირდაპირ ხალხის ყიდვა შეუძლიათ. ასეთ ვითარებაში სხვა პოლიტიურ პარტიებს ქვეყნის მსახურებაში ყოფნა აღარ შეუძლიათ“, აცხადებს “2020NEWS“-თან საუბარში გუბაზ სანიკიძე.

- ბატონო გუბაზ, მერის რიგგარეშე და პარლამენტის/ საკრებულოს შუალედურ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამმთაწმინდის ოლქის გარდა, სადაც მეორე ტური გაიმართება, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. როგორ ფიქრობთ, აღნიშნული შედეგის გაფორმება მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლთა მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებმა განაპირობა თუქართულმა ოცნებამსაზოგადოების ნდობა კვლავ მოიპოვა?

- პირველ ყოვლისა, ვიტყვი, რომ ასეთ შედეგს ველოდი, რაც "ქართული ოცნების“ მიერ მხოლოდ ამომრჩევლთა მოსყიდვას არ შეიძლება დავაბრალოთ. ოპოზიცია ქართველ ხალხს ვერაფერს სთავაზობს, გარდა რევანშისა. მთაწმინდაზე ვიხილეთ, რომ ხალხი არჩევნებზე საერთოდ არ მივიდა. საზოგადოება ახლა იმ სტადიაშია, რასაც გულგატეხილობა ჰქვია. ეს დიდხანს არ გაგრძელდება, დარწმუნებული ვარ. შედეგი სტადია ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება იქნება. ვინც საზოგადოებას სიახლეს შესთავაზებს, ის გაიმარჯვებს. ჯერჯერობით, "ნაციონალური მოძრაობა“ ხალხს სიახლეს ვერ სთავაზობს, რადგან თავად ამ პარტიას აქვს სერიოზული პრობლემა. ვგულისხმობ იმას, რომ პარტიის წევრები გუშინდელი დღით ცხოვრობენ.

მიმაჩნია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი არ არის საკმარისი ცვლილებებისთვის, ამიტომ საერთო სახალხო მოძრაობა არის შესაქმნელი. ამ ეტაპზე ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ვნახოთ ჩავუდგები თუ არა ამ სახალხო მოძრაობის შექმნას სათავეში. დანამდვილებით ვიცი ის, რომ ამჟამად ქართული პოლიტიკური სპექტრი ცვლილებებისთვის მზად არ არის.

- “ქართული ოცნებისთვის“ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წარმატებით ჩატარება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევენის ერთგვარი რეპეტიცია იყო, ნიშნავს იმას, რომ მმართველი პარტია ქართულ რეალობაში ის პოლიტიკური ძალა იქნება, რომელიც მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას შეძლებს?

- გააჩნია როდის იქნება საპარლამენტო არჩევნები. თუ ოპოზცია ასე გააგრძელებს "ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი 2020 წლისთვის კვლავ ხელისუფლებაში დარჩება. უკვე შვიდი წელია "ნაციონალური მოძრაობისა“ და "ქართული ოცნების“ ბოქსაობას ვუყურებთ. ეს ყველაფერი სადამდე უნდა გაგრძელდეს?

- საზოგადოებისთვის ახლის შეთავაზება არის საჭირო. ფაქტია, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობა“ ღრმა კრიზისშია. ზოგი არჩევნებით აპირებს ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვებას, ზოგი კი რევოლუციით, თუმცა ან ერთს როგორ მოახერხებენ, ან მეორეს - არ ვიცი. აღნიშნული ამ პარტიის პრობლება უფროა, ვიდრე ჩემი.

- ქვეყანაში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების ფონზე, საზოგადოების ნაწილი მზად არის ფულის აღების ნაცვლად, ხმა "ქართული იცნებისკანდიდატს მისცეს. ასეთ ვითარებაში, როგორ ფიქრობთ, 2020 წლმდე საზოგადოებაში გაჩნდება განწყობა, რომელიც ხალხს "ქართული ოცნებისწინააღმდეგ ქუჩაში გამოსვლისკენ უბიძგებს?

- ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ხალხი ქუჩაში მალე გამოვა. იმიტომ, რომ ადამიანების უკმაყოფილებას თავისი სტადიები აქვს. პირველი სტადია არის იმედგაცრუელბა, მეორე სტრადია ფუსტრაცია, მესამე კი - განრისხება.

ახლა ხალხი ფუსტრაციის პროცესშია. “ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი პარტია უკვე ერთი სხეული გახდა, რომლებიც მთლიან პოლიტიკურ ველს იკავებენ. ასეთ ვითარებაში, ბიძინა ივანიშვილმა ოქროს გასაღებს მიაგნო, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის ფონზე, ხალხს ფულით ყიდულობს.

სხვათაშორის, ბიძინა ივანიშვილი იმაზე უფრო რეალურად აფასებს ხალხთან დამოკიდებულებას, ვიდრე ჩვენ დანარჩენები, რომლებსაც გვგონია, რომ ქართველ ხალხს რაღაც პრინციპები ჯერ კიდევ შერჩა. არადა, როცა გაჭირვებაშია ხალხი პინციპებს კარგავს და არებობის შენარჩუნებისთვის ინსტიქტებზე გადადის. ივანიშვილს ფულის დარიგება ამიტომ გამოსდის.

"ქართულ ოცნებას“ აღარც პოლიტიკური პროგრამა სჭირდება და აღარც დაპირებების გაცემა, რადგან პირდაპირ ხალხის ყიდვა შეუძლიათ. ასეთ ვითარებაში სხვა პოლიტიურ პარტიებს ქვეყნის მსახურებაში ყოფნა აღარ შეუძლიათ.