18 მაისს, ნაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს ტოჩინოშინმა მეტოქე ღირსეულად დაამარცხა. ლევან გორგაძემ მაეგაშირა კოტოშოგიკუს მოუგო. მას კოტოშოგიკუსთან უარყოფითი ბალანსი (9:24) ჰქონდა, დღეს კი ყოფილი ოძეკის წინააღმდეგ მე-10 ბრძოლა მოიგო.
ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად ტოჩინოშინს დამატებით 3 გამარჯვება სჭირდება.
დღესვე თემურაზ ჯუღელმაც მოიგო ორთაბრძოლა. მან ჯიუროს მე-9 ნომერი მიტორიუ დაამარცხა. გაგამურუს მასთან ბალანსი 5:2-ზე აქვს. გაგამურუს ხვალინდელი მეტოქე მე-2 ნომერ ტაკაგენჯის დაუპირისპირდება.