"საქართველოში არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამას მილიარდები ვერ უშველის"

"ხელისუფლების ცვლის პროცესი დაიწყო და 19 მაისი იქნება ამის გაგრძელება" - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი, ვისაც "რეზონანსი" შუალედური არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 19 მაისს, ზუგდიდი სავარაუდოდ დაძაბულობის ცენტრი გახდება და მოუწოდებს დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ზუგდიდს მიაპყრონ...

დავით ბერძენიშვილი: ეს არის პანიკა და შეშინებული ივანიშვილის წივილ-კივილი. სად გაგონილა, რომ დაძაბულობას შექმნის ოპოზიცია?! დაძაბულობას ქმნის ხელისუფლება. წესრიგზე პასუხიმგებელი ხელისუფლებაა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბრიდან დაიწყო ივანიშვილის დასარულის დასაწყისი. პირველ ტურში 600 ათასი ხმა და მეორე ტურში 800 ათასზე მეტი ხმა, რომელიც ოპოზიციამ მიიღო, ადასტურებს, რომ 5 ნომერი აღარ არის ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილისთვის მიუღებელი ციფრი. გაერთანებულმა ოპოზიციამ შესძლო არა მარტო "ნაციონალების" სტაბილური, 350 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, არამედ ბიძინას მოწინააღმდეგე ამომრჩევლის მობილიზება.

საქართველოში არჩევნებს იგებს მილიონი ხმა და ამას მილიარდები ვერ უშველის. ხელისუფლების ცვლის პროცესი დაიწყო და 19 მაისი იქნება ამის გაგრძელება მეორე რაუნდი; სერიოზული კონკურენცია და ბრძოლაა არა მხოლოდ ზუგდიდში არამედ ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ასევე დიდია მეორე ტურების ალბათობაც. ყველა ოლქში ფავორიტი არის ოპოზიციური კანდიდატი და ამიტომ არის შეშინებული ხელისუფლება. საშუალო აქტივობაც რომ იყოს, საკმარისია იმისთვის, რომ სახელისუფლებო კანდიდატი დამარცხდეს.

"": არის ასეთი მოსაზრებაც, რომ სანდრა რულოვსის გამარჯვება ნიშნავს სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში რეალურად დაბრუნებას; იზიარებთ ამ მოსაზრებას?

დ.ბ: სააკაშვილის გავლენა ქართულ პოლიტიკაში არც მოიმატებს და არც მოიკლებს. ასეთი განცხადებები არის მტრის ხატის შექმნა, ჰიპოთეტური საფრთხე გათვლილი შეშინებულ, არაინფორმირებულ ამომრჩეველზე. როდემდე უნდა მოტყუვდეს ხალხი? მაგრამ აღარ მოტყუვდება, რადგან ნებისმიერი ფრაზა, რომელსაც ხელისუფლება იყენებს, პრაქტიკულად გალეულია, გაცვეთილია. ფორმულა "მიშა დაბრუნდება" ან "ბიძინას ყოფნა დაგვაქცევს" არ არის კვალიფიცური და ჭკვიანური, რადგან საქართველოს უფრო ძლიერებისთვისაც გაუძლია; მაგრამ, როცა ხელისუფლება უპირისპირდება მრავალპარტიულობას და ერთმმართველობას ამკვიდრებს, ყოველთვის კრახით ამთავრებს. ახალი ვარსკვლავბიჭუნა 2020 წლის არჩევნებში აღარ იქნება, ხელისუფლება ხმების ნახევარსაც ვერ აიღებს და 2020 წლის არჩევნებში მოვა ძალიან ბევრი პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც შევლენ საქართველოს მომავალ პარლამენტში.

სოციალისტი საინტერესოა შეასაძლოა თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე ისეთი რამ მოხდეს, რომ ამ ბერძენიშვილებმა ინამუსონ და მოკეტონ??!
4 წლის უკან