ჩინური კლუბი მზადაა გარეტ ბეილი €120 მილიონად იყიდოს

ჩინური კლუბი მზადაა გარეტ ბეილი €120 მილიონად იყიდოს

ჩინური საფეხბურთო კლუბი გარეტ ბეილის სანაცვლოდ მადრიდის რეალს 120 მილიონ ევროს სთავაზობს.

ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა თავად უელსელ ფეხბურთელს წლიური ხელფასის სახით 30 მილიონი შესთავაზა.

მადრიდის „რეალმა“ გარეტ ბეილის გაყიდვა გადაწყვიტა.

ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდიდან დღემდე სპორტსმენის ანგარიშზე 227 მატჩი, 102 გოლი და 63 საგოლე გადაცემაა.