„ბარსელონა“ ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს 100 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს - წერს Daily Mail. გასულ აპრილს ესპანურ მედიაში გამოჩნდა ცნობა, თითქოს კოუტინიოს ყიდვა „ჩელსის“ სურდა. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხერხდება თუკი „არისტოკრატებს“ ტრანსფერებზე აკრძალვას მოუხსნიან.
ასევე წერდნენ, რომ კატალონიურ კლუბს ანტუან გრიზმანის გადაბირება სურს და მის კოუტინიოში გაცვლაზეც არ იტყოდა უარს.
მიმდინარე სოზონში კოუტინიომ ყველა ტურნირში 53 მატჩი ითამაშა, 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. „ბარსელონასთან“ მისი კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.