მედია: მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“ მიდის

მედია: მასიმილიანო ალეგრი „იუვენტუსიდან“ მიდის

5-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გუნდს დატოვებს. ამის შესახებ La Stampa წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანელის, ვიცეპრეზიდენტ პაველ ნედვედს და სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩის შეხვდა.

როგორც La Stampa წერს, მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ალეგრის მომდევნო გუნდად „ბარსელონა“ და „პსჟ“ განიხილება.

გავრცელებული ცნობით, „იუვენტუსი“ გეგმავს, მთავარი მწვრთნელის პოსტი ანტონიო კონტეს შესთავაზოს, რომელიც „ჩელსიდან“ წასვლის შემდეგ სამსახურის გარეშე დარჩა.