„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ინგლუსური კლუბის ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი „ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
ამის მიზეზი ტრავმა გახდა, რომელიც 26 წლის სპორტსმენმა ინგლისის ჩემპიონატის 37-ე ტურში „ნიუკასლთან“ შეხვედრისას მიიღო.
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ „ლივერპული“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. განმეორებითი შეხვედრა 7 მაისს გაიმართება.