"ლა ლიგას" 36-ე ტურში "ვილიარეალის" დამარცხების შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა. ამის შესახებ Marca წერს.
"რატომ არ შევიყვანე განაცხადში ბეილი? შემადგენლობას მე ვაყენებ. მორჩა. რაც გინდათ, ის იფიქრეთ. ეს არ არის გზავნილი, ამიტომ ვერანაირ ინტერპრეტირებას ვერ შეთხზავთ. მოთამაშეების განაცხადს ვადგენ მე და ზოგჯერ რომელიმე მათგანი სიაში ვერ ხვდება", - განმარტა ზიდანმა.
29 წლის უელსელი სათადარიგო სკამზე დარჩა, ხოლო "სამეფო კლუბმა" საკუთარ მოედანზე მარიანო დიასის დუბლით 3:2 იმარჯვა.