„მზისა და ქარის ენერგიების ტარიფი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე თუნდაც ამ სასაცილო ხადორი-3-ის ტარიფი“

„მზისა და ქარის ენერგიების ტარიფი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე თუნდაც ამ სასაცილო ხადორი-3-ის ტარიფი“

„თუ წყალი დაშრება, მოვალთ და ჩაგისხამთ წყალს, თუ ბალახი მოგაკლდებათ, ორჯერ მეტ ბალახს მოგიტანთ“, - პანკისელები „ხადორი 3“-ის მშენებელ კომპანიას კომიკური დაპირებების გაცემის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ხეობის მოსახლეობა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია. ხადორი 3 არა მარტო სასმელ და სარწყავ წყალს დააშრობს ამ ხეობაში, არამედ ზიანს მიაყენებს საძოვრებს და საფრთხეს შეუქმნის იმ ულამაზეს კუთხეს, რომლის სანახავადაც უამრავი ტურისტი მიეშურება ამ ხეობაში. ეს კი ადგილობრივთა შემოსავლის წყაროა. რაც მთავარია, ამ პროექტის განხორციელებით დაშრება მდინარე ალაზანი და ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება.

რა პრობლემებს შექმნის ხადორი 3-ის აშენება პანკისის ხეობაში, ამის შესახებ For.ge ამ სფეროს სპეციალისტს, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელ დავით ჭიპაშვილს ესაუბრა.

ხელისუფლების პოზიციაა, ნუ გამოვაცხადებთ ჯვაროსნულ ბრძოლას ჰესების წინააღმდეგ, თუმცა ამის საპირისპიროდ სპეციალისტები აცხადებენ, რაგინდ პატარა არ უნდა იყოს ჰესი, იმდენად მცირე ზომისაა პანკისის ხეობა, რომ ნებისმიერი ჰესი მისთვის პრობლემა იქნება. რამდენად საშიშია თუნდაც ესუწყინარიჰესი პანკისელებისთვის?

- ეს არცთუ ისე უწყინარი ჰესია. მართალია, მისი სიმძლავრე 5 მეგავატია, მაგრამ გააჩნია, სად შენდება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ 6-მეგავატიანი ჰესი ავაშენეთ თბილისში მდინარე მტკვარზე, ამას შეიძლება მართლაც მინიმალური ზემოქმედება ჰქონდეს გარემოზე და არავის პროტესტის გრძნობა არ გაუჩნდეს, რადგან მდინარე მტკვარი დიდი მდინარეა, მისთვის 6-მეგავატიანი, ან თუნდაც 10-15-მეგავატიანი ჰესი პრობლემა არ არის. მაგრამ, როდესაც 5-მეგავატიან ჰესს გეგმავ პატარა მდინარეზე, ეს ჰესი იმ მდინარისთვის უკვე დიდ ჰესად ითვლება. როდესაც შენ ამ 5 მეგავატისთვის მდინარის მთლიანი დინების 90%-ის აღება გჭირდება, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ამ მდინარის მაქსიმალური პოტენციალი, რომელსაც ითვისებს კომპანია და, სინამდვილეში, ეს ამ კონკრეტული მდინარისთვის არის არა პატარა, არამედ დიდი ჰესი. მაგალითად, ავიღოთ ბროლისწყალი ყაზბეგში, იქაც კომპანია „ფერიმ“ ააშენა 6-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგური. ერთი შეხედვით, ვინმეს შეიძლება ეფიქრა, რა გვინდა ამ 6-მეგავატიანი ჰესისგანო, მაგრამ ბროლისწყალი თერგის იმდენად მცირე შენაკადია, რომ ეს ჰესი ამ მდინარისთვის უკვე დიდია. ამიტომ შეფასებები, რომ 6-მეგავატიანი ჰესი თურმე მცირე და უწყინარია და ზემოქმედება არ ექნება, არასწორია.

რამდენად არგუმენტირებულია ჰესის მშენებელი კომპანიის მოსაზრება, თითქოს არასამთავროებოებმა აურიეს გონება პანკისელებს, თორემ მანამდე ადგილობრივებს პრეტენზია არ ჰქონიათ ჰესის მიმართ?

- რაც შეეხება ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა პანკისელებზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდნეს ჰესთან დაკავშირებით, რამდენადაც ვიცი, დასახელებული იყო ჩვენი ორგანიზაცია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ვისმჯელებთ და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ ვუპასუხოთ კომპანიას სამართლებრივად სასამართლოში.

ზოგადად, დიდ ჰესებზე უარს ამბობს თანამედროვე მსოფლიო, გასაგებია, რომ ხადორი 3-ის ერთი შეხედვით პატარა ჰესი არ ყოფილა მთლად უსაფრთხო, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ სურს სახელმწიფოს, აითვისოს თანამედროვე ენერგიის წყაროები? მსოფლიოში დღეს წარმატებით გამოიყენება მზის, ქარის ენერგიები. ალტერნატივა არ არსებობს, რომ ასეთი დაპირისპირება არ წარმოშობილიყო?

- მე გამუდმებით ვსაუბრობ, რომ ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა. 10 წელია, ამას ვიძახით, როგორ შეიძლება ქვეყანამ თქვას, რომ ენერგეტიკას ავითარებს გეგმის გარეშე?! ეს ხომ არანორმალურია. გარდა ამისა, ჩვენ ენერგოთანამეგობრობის წინაშე ვალდებულება გვაქვს აღებული, რომლებიც პირდაპირ ამბობენ, ჰესებზე გაფორმებული ხელშეკრულებები არღვევს ევროკავშირის დირექტივებს, ეს წერია ენერგოთანამეგობრობის რეგულაციებში. ასევე, როცა საუბარია ნენსკრაჰესზე, გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნა, სადაც წერია, რომ ეს პროექტი ფისკალურ საფრთხეებს უქმნის ქვეყანას. ასევე, გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ექსპერტების დასკვნაც, რომლებმაც დაწერეს, რომ ეს პროექტი (აქ მარტო ნენსკრასა და ნამახვანზეა არაა საუბარი) არა მარტო ფისკალურ საფრთხეს უქმნის ქვეყანას, არამედ ის უცილობლად გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ზრდას. გამოდის, რომ ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ყოველგვარი გათვლის, ანალიზის, შეფასების გარეშე და მთავრობას უხარია, რომ თურმე ინვესტიციები მოიზიდა ამ სფეროში. სინამდვილეში, ინვესტიციები ფორმალური საკითხია ჩვენს შემთხვევაში, რადგან ინვესტიციების ძირითადი ნაწილი მიდის ჰიდროელექტროსადგურის მანქანა-დანადგარებზე, ტექნიკურ აღჭურვილობაზე, რაც საქართველოში არ იწარმოება. ამიტომ ე.წ. შემოსული ინვესტიციების ძირითადი ნაწილის გადაქაჩვა ხდება სულ სხვა ქვეყნებში ამ ტექნიკის შესაძენად. ამდენად, მცდარია ეს ზღაპრები, რომ თურმე ჰიდროელექტროსადგურების გამო ინვესტიციები შემოდის საქართველოში და ეს თურმე ეკონომიკისთვის კარგია. არ შეიძლება ენერგეტიკის განვითარება განვიხილოთ ეკონომიკის განვითარებად მაშინ, როდესაც წარმოდგენა არ გვაქვს, რა არის ჩვენი პრიორიტეტი ეკონომიკაში. სულ საუბრობდნენ, თითქოს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდებოდა, სინამდვილეში, 2019 წლის იანვარ-თებერვალ-მარტში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მოხმარების მკვეთრი შემცირება როგორც თბილისში, ასევე, მთელ საქართველოში, მხოლოდ აფხაზეთის შავ ხვრელში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება.

ბოლო დღეებში გვესმის მკაცრი განცხადებები, თუ ელექტროენერგია არ გინდათ, მაშინ აღარ გვინდა ჰესები და ვისხდეთ ჩაბნელებულში. მართლაც ასე რთულადაა ყველაფერი?

- ეს საერთოდ მცდარი აზრია. არსებობს უამრავი ალტერნატივა. პირველი ალერნატივა, რომლის კანონიც დღემდე არ არის მიღებული, გახლავთ ენერგოეფეტურობა, რომელიც ეხება არა მხოლოდ ელექტროენერგეტიკის სექტორს, არამედ მთლიანად ენერგეტიკას, მათ შორის, გაზის მოხმარებას და ა.შ. სხვათა შორის, ელექტროენერგეტიკისგან განსხვავებით, გაზის სექტორში მართლაც მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებულნი ჩვენს მეზობელ ქვეყანაზე და გაზის სექტორს გაცილებით დიდი წილი უჭირავს ჩვენს ე.წ. ენერგომიქსში, ვიდრე ელექტროენერგეტიკას. რატომ არავინ იღებს ხმას ამაზე? რამდენი ჰესიც არ უნდა ავაშენოთ, ელექტროენერგიაზე ხომ ვერ გავთბებით?

მაგრამ სახელმწიფო ამბობს, რომ მას ენერგოდამოუკიდებლობა სურს.

- ამ ტიპის დამოუკიდებლობას ვერასდროს მივაღწევთ ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ჩვენ ელექტროენერგიით არ ვთბებით და ჯერჯერობით არც ჩვენი ავტომობილები დადის ელექტროენერგიაზე. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვა, რატომ არ განიხილება და რატომ არ არის მთელი ძალისხმევა მიმართული არსებული ჰესების ენერგოეფექტურობაზე, რომელიც საკმაოდ გვაქვს, არსებული ჰესების ტექნიკურ გადაიარაღებაზე და სრულ რეაბილიტაციაზე, მათ შორის, ენგურჰესის, რომელიც საშინელ მდგომარეობაშია ტექნიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, მესამე ალტერნატივაა ახალი განახლებადი ენერგია, რომელიც დღესდღეობით გაცილებით უფრო იაფია, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები. რატომღაც ხელოვნურად ხდება მზისა და ქარის ენერგიების განვითარების დაბლოკვა, სინამდვილეში, დღეის მდგომარეობით, მზისა და ქარის ენერგიების ტარიფი მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე თუნდაც ამ სასაცილო ხადორი-3 ჰესისა, რომლისგანაც ჩვენ თურმე ერთი კილოვატსაათი დენი უნდა ვიყიდოთ 6 ცენტად. ამ დროს ჩვენთან საშუალო შეწონილი სამომხმარებლო ტარიფი 5 ცენტიც არ არის. გამოდის, ჩვენ უფრო ძვირად ვყიდულობთ დენს, რომელიც არ გვჭირდება. ჩვენს რეგიონში ისედაც ყველაზე ძვირი ელექტროენერგიის ტარიფი ჩვენ გვაქვს და, თუ ეს ყველა პროექტი განხორციელდება, მივიღებთ სიტუაციას, როდესაც გვექნება ბევრი დენი, მაგრამ ეს დენი იქნება ძვირი, ბაზარი დენის ამ ფასს ვერ დაარეგულირებს, რადგან დამახინჯებული მოდელი გვექნება წარმოდგენილი გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების გამო.

პანკისელები ამბობენ, რომ მათ სარწყავ და სასმელ წყალს, ასევე, საძოვრებს პრობლემები შეექმნება, რაც პირდაპირ კავშირშია ტურისტულ ბიზნესთან. მდინარე ალაზნის გაქრობაც რეალისტურია?

- ზუსტად მაგას ვამბობ, ეს შესწავლილი უნდა ყოფილიყო. არ იყო შესწავლილი, მოსახლეობა ზუსტად მაგას კითხულობდა, სად არის შეფასება გაკეთებული, რომ ჰესის მშენებლობა პრობლემას არ შეგვიქმნისო? ამ დროს ჰესის მშენებელმა კომპანიამ გააკეთა სამარცხვინო განცხადება, თუ პრობლემა შეგექმნებათ, ჩვენ გამოვნახავთ გზებსო. ეს ყველაფერი კრიზისამდე უნდა შეესწავლათ. რაც შეეხება ალაზანს, თუ ჩახვალთ პანკისის ხეობაში და ნახავთ ხადორი 2-სა და ხადორი 1-ს, ძალიან კარგად მიხვდებით, რა მდგომარეობაში ჩავარდება ალაზანი ხადორი 3-ის შემთხვევაში, რადგან იმ ადგილებში ალაზანი უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, პრაქტიკულად დამშრალია. ეს არცაა გასაკვირი, როცა მდინარიდან 90%-ს იღებ.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ პანკისელებმა იხსნეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობა მსგავსი ჰესების აშენებისგან.

- ვერ ვიტყვი, იხსნეს თუ არა პანკისელებმა სხვები, მაგრამ ფაქტია, ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დასაცავად ერთად დადგა, რაც მნიშვნელოვანია. ასევე, ნიშანდობლივია, რომ ადამიანებს საკუთარი უფლებების დაცვა უწევდათ ასეთი ფორმით, ასეთი რამ საქართველოს მოქალაქეებს არ უნდა დასჭირვებოდათ. რატომღაც ზოგიერთების მხრიდან ძალიან ცუდი შეფასებები კეთდებოდა პანკისელებთან მიმართებით, არადა, პანკისელებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, ისევე, როგორც მე და თქვენ, ამიტომ ყველას უფლება უნდა იყოს დაცული და გარანტირებული და არა მხოლოდ ერთი მცირე ბიზნესჯგუფის ინტერესები, რომლისთვისაც, წესით და რიგით, პასუხი უნდა მოეთხოვათ თუნდაც დარიალჰესთან მიმართებით, როდესაც, თავის დროზე, დარიალჰესი დაინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა.

 

 

tngh ტიპიური და კლასიკური წარმომადგენელი თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტისა.მსგავსმა "დილეტანტ-პოპულისტებმა" წალეკეს ქვეყანა... თანაც ვეჭვობ, რომ უცხო ქვეყნების ინტერესებს ატარებენ. მათი "მეგრანტედ" კურთხევა და შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა, საეჭვოდ ემთხვევა ყოველთვის ერთმანეთს. გადახედეთ თქვენს ნაცნობობაში მყოფი "მეგრანტეების" ოჯახებს, და ადვილად დარწმუნდებით ამაში.
4 წლის უკან
DDDzia ახლა ესენი ნორმალურები არიან?
საერთოდ ვინაა ეს ჭიპაშვილი, რომ აზრს ეკითხებით?
რა განათლება აქვს, რა უსწავლია, სად, რა გამოცდილებითაა და ა.შ.?
რა შეუძლია თქვას თვითონ პროექტზე და იმაზე, თუ რატომ არ უნდა აშენდეს?
ახლა ეს არგუმენტია, რომ ქარის უფრო იაფიაო?
საიდან აიღო, რომ იაფია?
ან როცა ქარი არ არის, მაშინ ბატარეიკებზე ვისხდეთ?
თვითონ ჰიდროელექტროსადგურებიც არაა გათვლილი სტაბილურ მოხმარებაზე და როგორ შეიძლება, რომ მზის ან ქარის სადგურები სტაბილურ მოხმარებაზე გაითალოს?
ჰიდროსადგურები პიკური დატვირთვის სტაბილიზებისთვის იყო გაანგარიშებული. ჩვენ სხვა რომ არაფერი გვაქვს, იმტომ ვიყენებთ ასე.
მდინარე კოლორადოზე 80 სადგურია აშენებული და ვინმეს სეუძლია წარმოიდგინოს, რომ ინდიელთა რომელიმე ტომმა, მაგალითად სიუმ, ან ჩეროკებმა, ან თვითონ ანგლო-ამერიკელებმა მშენებლებს და იმათ პოლიციას ქვები დაუშინოს?
და რა, 80 სადგურის აშენება ცუდი ყოფილა და დაანგრიონ და შეცვალონ მზის სადგურებით.
არაა ახლა ეს მარაზმი???

სადაა ორიოდე სიტყვა თვითონ პროექტის შესახებ, რომ თუ მთლიანად მოსახლეობა არა, მოსახლეობის ნაწილი მაინც დაარწმუნონ, რომ პროექტი ცუდია ან კარგია?
სადღაც გაიჟღერა, რომ ჰესი დერივაციული იქნებაო.
ვინმეს შეუძლია ახსნას, რა არის დერივაციული და რატომ უნდა ან არ უნდა აშენდეს?
ახსენით თქვე დალოცვილებო და იქნებ მოსახლეობა მხარს გიჭერთ?
მე ჩემს განმარტებას გავაკეთებ - დერივაციული ნიშნავს წყლის ნაწილის არხით ან მილებით გადაყვანას საგენერატორო სადგურთან და შემდეგ ამავე წყლის დაბრუნებას მდინარის კალაპოტში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საგენერატორო სადგური სხვა ადგილზე ვერ აშენდება სხვადასხვა მიზეზების გამო - გრუნტის სიმყარის, ტოპოგრაფიის და სხვა მიზეზების გათვალისწინებით.
დერივაციული სადგური არ ითვალისწინებს კაშხალის აშენებას და წყლის დაგუბებას, რომელმაც შეიძლება მართლა ქონიოს შედეგი გარემოზე.
ინფორმაციისთვის - დერივაციულია ზაჰესი.
ან სად გვაქვს ჩვენ კაშხლის აშენების ერთი ადგილი?
მორჩა, რაც აშენდა დაწყევლილი კომუნისტების დროს, იმას დავჯერდეთ.
და მეორე - მხოლოდ 5 მეგავატი ენერგია გამომუშავდებაო და ამას არ ექნებაო არავითარი დადებითი შედეგი. ვინმემ დათვალა რამდენია ეს 5 მეგავატი? ეს 5 000 კილოვატია საათში. საშუალოდ ერთი ოჯახი ქალაქში ხარჯავს 200 კილოვატ-საათ ენერგიას თვეში. ეს არის 200:30 დღეზე = 7 კილოვატი დღეში დაახლოებით. საათში გამოვა 7 000 ვატი:24=300 ვატი საათში დაახლოებით. ახლა ელემენტარული მათემატიკით შეიძლება დაითვალოს ოჯახების რაოდენობა, რომლებიც დაკმაყოფილდებიან ამ სადგურით. პიკური დატვირთვა რომ ავიღოთ 2 კილოვატ-საათი ოჯახზე (დავუშვათ და ყველამ ერთდროულად ჩართეს უთოები და გამათბობელი), მინიმუმ 2 500 ოჯახი გამოდის.
რამდენი სოფელია 2500 ოჯახი?
და ეს დავითვალე ქალაქის ნორმებით. სოფლეში როგორც წესი ნორმები ამის ნახევარიც არ არის.
ახლა შეკითხვა - უნდა აშენდეს თუ არა სადგური?
4 წლის უკან
Serapina დიახ, იმისათვის რომ არასპეციალიტმა გაიგოს რატომ არის საჭირო,ან არასაჭირო ეს მშენებლობა, სპეციალიტებმა რომლებიც სხვადასხვა მხარეს დგანან, არგუმენტირებულად უნდა ახსნან შინაარსი...
ესენი კიდევ, ჰაერზე მოწონება-დაწუნებას ვერ გასცდნენ!
სახალხო პროტესტი,ამათუ იმ საკითხზე, სიახლეს არ წარმოადგენს არსად...
უბრალოდ, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, ვერ აუარა გვერდი სააკაშვილის მეთოდებს და ესაა ცუდი.
ხელისუფლებამ,უნდა დადოს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია,რომელიც წლებზეა გათვლილი, დაასაბუთოს მისი აუცილებლობა და ვისაც არ მოეწონება, ცივი წყალი დალიოს...
ოღონდ,ასე მიშასავით, დილით გამოღვიძებულზე, "ასე მინდა და იქნება", არის უგნური პოლიტიკა... რომელიც გვაზარალებს ხალხს... მაგრამ, კიდევ უფრო აზარალებს თავად ხელისუფლებას.
4 წლის უკან
სოციალისტი არასპეციალისტი ამას ვერ გაიგებს, ან რატომ უნდა გაიგოს? ყველაფერში ცხვირის ჩაყოფა არ არის საჭირო. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ინტრიგნობით ირჩენენ თავს. უნდა აიკრძალონ უკლებლივ ყველა ვინც დაფინანსების წყაროს ვერ დაასახელებს ან უცხოეთიდან იქნებიან დაფინანსებული. ახლა რაც შეეხება 5 მეგავატს. მე ფიზიკოსი ვარ და აგიხსნით, რომ ვატი არ არის ენერგიის განზომილება. ვატი არის სიმძლავრის განზომილება და 1 ვატი = 1ჯოული/ 1 წამი. ჯოული არის მუშაობის (ენერგიის) განზომილება. როცა წერენ 5 მეგავატი ეს ნიშნავს, რომ ეს სადგური 1 წამში გამოიმუშავებს 5 მილიონ ჯოულ ენერგიას!!! ))) სიმძლავრის ერთეული კილოვატი არის 1000 ვატი. ახლა ვნახოთ რა არის კილოვატსაათი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არის სისტემის გარეშე ერთეული, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკაში. კილოვატ საათი უკვე სიმძლავრის განზომილება კი არ არის არამედ ენერგიის განზომილებაა, რომელიც ტოლია 1 კილოვატი სიმძლავრის მოწყობილობის მიერ 1 საათში
გამომუშავებული (დახარჯული) ენერგიისა ე.ი. 1კვტ*საათი= 1000ვატი *3600წამზე=3,6 მილონ ჯოულს. ანუ 3,6 მეგაჯოულს. სტატიაში ნახსენები სადგურის სიმძლავრე თუ 5 მეგავატია ანუ 5000 კილოვატი. მაშინ მის მიერ 1 საათში გამომუშავებული ენერგია იქნება 5000000*3600=1 800 000 000 ჯოული. ანუ 1800 მეგაჯოული. ეს წრმოუდგენლად დიდი ციფრია. მოკლედ ენერგეტიკოსები და არასამთავრობოები სადღაც ბანაობენ და წყალი ღვინო ჰგონიათ! სერაფინა, ხომ ხარ მშვიდობით მაქ სადაც ხარ ?!)))
4 წლის უკან
DDDzia ფიზიკოსი არ ვარ, მაგრამ .....
Электри́ческий генера́тор — устройство, в котором неэлектрические виды энергии (механическая, химическая, тепловая) преобразуются в электрическую энергию.
Электри́ческая мо́щность — физическая величина, характеризующая скорость передачи или преобразования электрической энергии. Единицей измерения в Международной системе единиц (СИ) является ватт (русское обозначение: Вт, международное: W).
4 წლის უკან
სოციალისტი DDDzia-ს, პატივისცემით, თქვენი რუსულად დაადასტურეთ ის რაც მე დავწერე ქართულად. თუ ყურადღებით წაიკითხავთ მანდ წერია, რომ ელექტრული ისმძლავრე არის ელექტროენერგიის გარდაქმნის ან გადაცემის სიჩქარე, ანუ თუ გავიხსენებთ რა არის სიცქარე ზოგადად ეს არის რაღაც დროში განფენილი პროცესი, მაგალითად მექანიკური სიჩქარე არის განვლილი მანძილი გაყოფილი ამ მანძილის გასავლელად განვლილ დროზე, სითბოს გადაცემის სიჩქარე არის გადაცემული სითბოს რაოდენობა გაყოფილი იმ დროზე რომელშიც ეს გადადაცემა მიმდინარეობდა. ასევე ელექტრო ენერგიის გამომუშავება ხდება რაღაც დროში და ამიტომ ლაპარაკია скорость - სიჩქარეზე. სიმძლავრე (ნებისმიერი - მექანიკური, სითბური, ელექტრომაგნიტური) არის დროში შესრულებული მუშაობა ან ენერგიის გამომუშავება გაზომილი ჯოულებში (SI - სისტემაში, CGS - სისტემაში ერგი) გაყოფილი იმ დროზე როცა ეს პროცესი მიმდინარეობდა. ანუ SI სისტემაში 1 ვატი=1ჯოული/1წამზე. როცა ლაპარაკობენ რომ რაღაცის სიმძლავრე არის 5 მეგავატი ეს ნიშნავს, რომ ეს რაღაცა 1 წამში გამოიმუშავებს-გამოყოფს 5 000 000 ჯოულ ენერგიას.
4 წლის უკან
tngh ჰესი ვარდნილი წყლის ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიაში. საინტერესოა, პირველად რომელმა "მეგრანტე" დეგენერატმა მიაგნო ახალ "ევრიკას"... მდინარეები დაშრებაო. ეს ყველა პროტესტი მხოლოდ იმიტომ არის, რომ საქართველოში ინვესტორები "დააფრთხონ". ყველა "დილეტანტ-პოპულისტს" თავისი სფერო აქვს... გადანაწილებული. ელისო ალექსანდროვნას მშენებლობები... ამას ჰესები... სხვებს გზები... Serafinas მსგავსების ფუნქცია კი, პროვოკაციული და დემაგოგიური კითხვების დასმაა...
4 წლის უკან
tngh ჰესი ვარდნილი წყლის ენერგიას გარდაქმნის ელექტრო ენერგიაში. საინტერესოა, პირველად რომელმა "მეგრანტე" დეგენერატმა მიაგნო ახალ "ევრიკას"... მდინარეები დაშრებაო. ეს ყველა პროტესტი მხოლოდ იმიტომ არის, რომ საქართველოში ინვესტორები "დააფრთხონ". ყველა "დილეტანტ-პოპულისტს" თავისი სფერო აქვს... გადანაწილებული. ელისო ალექსანდროვნას მშენებლობები... ამას ჰესები... სხვებს გზები... Serafinas მსგავსების ფუნქცია კი, პროვოკაციული და დემაგოგიური კითხვების დასმაა...
4 წლის უკან
უ ც ხ ო მითოსური ბაყბაყ-დევი,სინამდვილეში, პერსონიფიცირებული ჰესია! - ის სვამს მთელ წყალს და არაფერს უტოვებს მოსახლეობას! ალაზანზე რომ ეს ჰესი აშენდეს, მთის ცივი წყარო დაშრება, ყანას შეგვიჭამს კალია, საძოვრებიც გადახმება, სათიბებიც, ტყეებიც და მოკლე ხანში გობის უდაბნოს დაემსგავსება პანკისის ხეობა! აპა!
თქვენ რა გგონიათ, რამ გააუდაბნოვა საჰარა? - ჰესების მშენებლობამ ნილოსზე, როცა ქვების საჭრელად დიდი ოდენობით ელექტროენერგია დასჭირდათ პირამიდების მშენებელ ეგვიპტელებს.
"მწვანე ალტერნატივა" იმათაც ჰქონიათ, მაგრამ ხეოფსს, ხუფუს თუ რომელიღაც თუთმოსს გაუუქმებია, როგორც მავნე და უცხოპლანეტელებისაგან დაფინანსებული ენჯეო.
4 წლის უკან