შეადარე სესხები

შეადარე სესხები

ონლაინ სესხები, დღესდღეობით, ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა ფინანსური პრობლემების მოგვარებისათვის, კვირის ნებისმიერ დღეს. ამის განხორციელების ბევრი გზა და საშუალება არსებობს, რაშიც Finpanda.com დაგეხმარებათ.

სწრაფი სესხები

პირველ რიგში ვისაუბროთ სწრაფ სესხებზე, რომლებსაც ბევრი უპირატესობა აქვს გარდა მოქნილობისა და სისწრაფისა:

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ჯერ არ აგიღიათ არანაირი ტიპის სესხი, კრედიტორების უმრავლესობა 0%-იან სესხს გთავაზობთ;

სწრაფი სესხებისათვის არ არის საჭირო საბუთების წარდგენა და რიგში დგომა;

სწრაფი სესხის ასაღებად საჭიროა კონკრეტული საკრედიტო კომპანიის საიტზე დარეგისტრირება, ბლანკის ყურადღებით შევსება და გაგზავნა. ამ ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, პასუხს რამდენიმე წუთში მიიღებთ. სესხის დამტკიცების შემთხვევაში, თანხა მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაჯდება.

გრძელვადიანი სესხები

გარდა სწრაფი სესხებისა, „ფინპანდა“ გთავაზობთ გრძელვადიან სესხებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გჭირდებათ დიდი რაოდენობის თანხა, დიდი დროით.

გარდა იმისა, რომ სახლიდან გაუსვლელად სასურველი თანხის მიღების საშუალებას გაძლევთ, შესაძლებელს ხდის ისარგებლოთ მოსახერხებელი გრაფიკით, შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით და ხელსაყრელი გრაფიკით. აღსანიშნავია, რომ ამისთვის საჭირო არ არის თავმდებში ვინმეს დაყენება ან უძრავ-მოძრავი ქონების ჩადება, ისევე როგორც სახელფასო ამონაწერი, მეტიც გაფუჭებული ისტორიის არსებობის შემთხვევაში საშუალება გექნებათ გამოასწოროთ ამ ტიპის სესხის აღებით. თანხის რაოდენობა ძირითადად 1000-დან 5000 ლარამდე მერყეობს.

გრძელვადიანი სესხისთვის რამდენიმე პირობა არსებობს:

აუცილებელია იყოთ 20 წელზე მეტის;

უნდა შეხვიდეთ სასურველი კომპანიის ვებ გვერდზე, გრძელვადიანი სესხის განყოფილებაში მოცემული განაცხადი შეავსოთ;

იმ შემთხვევაში, თუ დიდი ოდენობით სესხის აღება გსურთ, შესაძლოა კონკრეტულმა კრედიტორებმა გირავნობა მოითხოვონ;

ბანკები და ზოგიერთი საკრედიტო კომპანიები ითხოვენ ბოლო 6 თვის სახელფასო ამონაწერს;

ამოწმებენ საკრედიტო ისტორიას;

ფინპადას სადაზღვეო სერვისები

დაზღვევა არის ფინანსური მომსახურება, რომელიც გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ფინანსური ხარჯების თავიდან არიდებაში და ზარალის ანაზღაურებაში გვეხმარება.

Finpanda გთავაზობთ შემდეგი ტიპის სადაზღვეო მომსახურებებს:

ავტო დაზღვევა;

სამოგზაურო დაზღვევა

ჯანმრთელობის დაზღვევა

Finpanda- ავტო სესხი

ავტო სესხი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ძველი ან ახალი ავტომობილი მაშინ, როდესაც საკმარისი თანხა არ გაქვთ. ბანკების მეშვეობით შეგიძლიათ აიღოთ კრედიტი ავტომობილის შესაძენად ან ჩამოსაყვანად საჭირო თანხის მისაღებად, რაც მანქანის უზრუნველყოფით სესხის აღებას ნიშნავს. მაგალითად, ერთი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში თუ მეორის ყიდვას ისურვებთ, კრედიტი უზრუნველყოფილი იქნება არსებული ტრანსპორტით, ან იმ მანქანით, რომლის ჩამოყვანასაც აპირებთ. თანხის არგადახდის შემთხვევაში, კრედიტორი უფლებამოსილია მანქანა ჩამოგართვათ.

ავტო სესხის ასაღებად კი შეგიძლიათ საკრედიტო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე შეავსოთ ანკეტა, ან ეწვიოთ ფილიალს. რაც შეეხება საბუთებს, საჭიროა:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ავტომობილის ტექ. პასპორტი

ავტომობილის ზოგადი მდგომარეობის შეფასება ავტო ექსპერტის მიერ

Findanda-ს ავტო ლიზინგი საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ ავტომობილი და აღებული სესხი ეტაპობრივად, ყოველთვიურად გადაიხადოთ და ისარგებლოთ ტრანსპორტით იმის მიუხედავად, დაფარული გაქვთ თუ არა სესხი.

იქედან გამომდინარე, რომ ავტო ლიზინგი საქართველოში ახალი სფეროა, საფინანსო ორგანიზაციები კლიენტებს სესხის დაფარვის მოქნილ და მათთვის შესაფერის პირობებს სთავაზობენ. კრედიტის ოდენობა კი განისაზღვრება მანქანის მდგომარეობით, მარკით და წლოვანებით.

Finpanda-ს ავტოლომბარდი

Finpanda ავტო ლომბარდი საჭირო თანხის მისაღებად გავრცელებული მომსახურებაა საქართველოში, რაც ავტომობილის გირავნობით ჩადებას გულისხმობს. ეს ფორმა საუკეთესო საშუალებაა მაშინ, როდესაც სხვა ტიპის სესხის ასაღებად აუცილებელი საბუთების მოგროვებისათვის საკმარისი დრო არ გაქვთ, მაგრამ თანხა გესაჭიროებათ.

სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც საფინანსო ორგანიზაციების ონლაინ განაცხადების შევსებით, ისე ფილიალში მისვლით. შედეგად, თანხას იღებთ ავტომობილის უზრუნველყოფით, რაც უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს, რომ:

კომპანიების უმრავლესობა გთავაზობთ თანხას მაშინაც კი, თუ ავტომობილს მართავთ. ამ შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთი მეტია, განსხვავებით იმ პირობისა, თუ ავტომობილს სადგომზე დააყენებთ.

თანხის არდაფარვის შემთხვევაში, თქვენი კუთვნილი ავტომობილი ლომბარდის საკუთრებაში გადავა.