ტარიფების ომი ფორმას იცვლის, ძირითადი სამიზნე ჩინეთია

ტარიფების ომი ფორმას იცვლის, ძირითადი სამიზნე ჩინეთია

მსოფლიოში სავაჭრო ომი მიმდინარეობს. რამდენიმე დღის წინ აშშ- ქვეყნებს საგადასახადო ტარიფები დაუწესა. ტრამპის მიდგომა ყველა ქვეყანასთან განსხვავებულია. თუმცა ორი დღის წინ გაირკვა, რომ დონალდ ტრამპმა იმ სახლმწიფოებს, რომლებსაც აშშ- მიმართ საპასუხო ზომები არ მიუღიათ, ტარიფები 3 თვით გადაუვადა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ევროკავშირმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა აშშ- მისამართით.

ამერიკაში ამბობენ, რომ ტრამპმა ტარიფების გაუქმებით მთელს მსოფლიოს აჯობა. როგორც ფოქს ბიზნესის კორესპონდენტი ჩარლი გასპარინო აღნიშნავს, ტრამპის სატარიფო პოლიტიკას ერთადერთი დადებითი ის მოჰყვა, რომ თეთრ სახლში ამ პროცესებს ამიერიდან სკოტ ბესენტი უხელმძღვანელებს. სკოტ ბესენტს ტარიფების დაწესების ნაცვლად მოლაპარაკებების სჯერა.

გასპარინოს შეფასებით, ტრამპს ტარიფების დაპაუზებისკენ ობლიგაციების ბაზრებზე მიმდინარე პროცესებმა უბიძგა. კერძოდ კი, მისი თქმით, გამოჩნდა რომ დიდი ქვეყნები, განსაკუთრებით იაპონია, ამერიკულ ობლიგაციებს ყიდდნენ, რაც ამერიკული ეკონომიკის არასანდოობას მიანიშნებდა.

იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 145%-მდე ზრდის. თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები მართლაც 145%-მდეა გაზრდილი.

ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულებები შეისწავლეს და ივარაუდეს, რომ ჩინეთის წინააღმდეგ შემოღებული ჯამური ტარიფები შესაძლოა, აქმდე გაცხადებულ 125%-ზე მეტი იყოს, ვინაიდან, მათ ტრამპის უფრო ადრინდელი 20%-იანი ტარიფის შესახებ განკარგულება აღმოაჩინეს, რომელიც მან ფენტანილის გამო შემოიღო.

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა მათ დაუდასტურა, რომ ეს სწორი ინტერპრეტირებაა.

ფაქტია, რომ მსფლიოში ლიბერალური ვაჭრობის პარადიგმა დამთავრდა. პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომა შეაფასა და საქართველოს მდგომარეობაზეც ისაუბრა.

ტრამპს უნდა შევხედოთ, მისგან უნდა გადმოვიღოთ ეს პროტექციონისტული ზომები და სეგმენტურად ნაბიჯ-ნაბიჯ გავაკეთოთ. სანამ შემოვიღებთ საბაჟო ტარიფებს, უკვე მზად უნდა გვქონდეს საწარმოები, ინფრასტრუქტურა და მომზადებული კადრები, რომ გავუშვათ საწარმოები.

ტრამპმა ყველაფერზე შემოიღო ტარიფები, ასე ჩვენთვის არ შეიძლება, მაგრამ მას აქვს ამის ფუფუნება. ახლა დადგა რიგი და ამერიკაში ექსპორტიორ ფირმებთან წავა ცალ-ცალკე მოლაპარაკება. ამერიკის ბაზარი ღირს ფული. ის რომ უშვებს მის ბაზარზე მწარმოებელს, მისგან ელოდება არა მხოლოდ საქონლის შემოტანას და გაყიდვას, არამედ თანხასაც ახდევინებს. ტრამპს სურს ეს ნაკადები მიიზიდოს.

ვხედავთ, ტრანსნაციონალური კორპორაციები მასობრივად აფინანსებენ ულტრალიბერალურ ღონისძიებებს მსოფლიოს მასშტაბით. ნებისმიერი საერთაშორისო ენჯეო რომ გახსნათ, ყველგან არის ტრანსნაციონალური კორპორაციები გენერალური დონორები, სპონსორები. ამ ფულადი ნაკადების გადამისამართება მოხდება ტრამპისთვის ხელსაყრელი პლატფორმების მისამართზე. ორმაგი დანიშნულება აქვს ამ სატარიფო გამოწვევას. ერთი ის, რომ ხელი შეუწყოს ადგილობრივ წარმოებას და მეორე ის, რომ შეუთანხმდეს იმპორტიორებს შემოსავლების სხვანაირ გადანაწილებაზე.

ჩინეთთან უკვე დაიწყო მწვავე კონფლიქტი, ეს არის გლობალური მასშტაბის დაპირისპირება. აქ ტარიფების კორექტირება არაფერს უშველის. რუსეთთან რაღაც ჩარჩო შეთანხმება მიღწეულია. რუსეთი ჩინეთის წინააღმდეგ არ გამოვა, ის შეინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. ეს ნეიტრალიტეტის პირობა, როგორც ჩანს, არსებობს“, - აღნიშნა გოგავამ.

ეკონომისტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ სატარიფო ომი საერთაშორისო კრიზისში გადაიზარდოს. როგორც ანალიტიკოსმა გოგიტა სურამელაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს ნავთობის ფასების ავტომატურ ვარდნას, რაც უკვე სახეზეა.

რამდენად შეიძლება დაეცეს ნავთობის ფასი? ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს. უკვე იყო პრეცედენტი კოვიდპანდემიის დროს, როდესაც ნავთობის ფასი ნულს გაუტოლდა. ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთს, რადგან ის სანქციების ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, უკრაინის იერიშებმა სერიოზულად დააზიანა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა და სანქციების გამო, რუსეთს არ გააჩნია საჭირო აღჭურვილობა მის ჩასანაცვლებლად.

რუსეთი დღეს უარეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო 1980-იან წლებში. სსრკ- გაცილებით ნაკლები სამხედრო ხარჯები ჰქონდა - მაშინ ბიუჯეტის დაახლოებით 20% იხარჯებოდა სამხედრო ხარჯებსა და თავდაცვაზე. რუსეთი ამაში ხარჯავს თავისი ბიუჯეტის 40%-.

ტრამპი ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ შეამცირებს ნავთობის ფასს ბარელზე 40 დოლარამდე (40 დოლარი სწორედ რუსეთში ნავთობის წარმოების თვითღირებულებას ნიშნავს). იყო მოლოდინი, რომ ტრამპი ამას უმტკივნეულოდ გააკეთებდა, მაგრამ მან გადაწყვიტა უხეში ფორმები აირჩიოს - შექმნას საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი და პარალელურად მოაგვაროს პრობლემები საკუთარ ეკონომიკაში, - აღნიშნა სურამელაშვილმა.