„ლოგიკა გვკარნახობს, რომ დაპირისპირება შეიძლება იყოს“

„ლოგიკა გვკარნახობს, რომ დაპირისპირება შეიძლება იყოს“

პოლიტიკური ექსპერტი მამუკა არეშიძე კახი კალაძისა და ირაკლი ღარიბაშვილის შიდა დაპირისპირებას არ გამორიცხავს, რადგან ხელისუფლებაში დაბრუნებულ ღარიბაშვილს იგივე საკითხების მოგვარება დაევალა, რასაც აქამდე პარტიის გენერალური მდივანი კახი კალაძე ასრულებდა.

„რეზონანსი": კულუარებში საუბრობენ, რომ კალაძესა და ღარიბაშვილს შორის შიდა დაპირისპირებაა.

მამუკა არეშიძე: არ გამოვრიცხავ ასეთი ტიპის დაპირისპირებას, თუმცა ამის თაობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლოგიკა გვკარნახობს, რომ ასეთი რამე შეიძლება იყოს. კალაძე არის პარტიის გენერალური მდივანი და საკადრო საკითხებს დიდი ხნის განმავლობაში წყვეტდა, ღარიბაშვილი კი დაბრუნდა პარტიაში, რომელსაც დაევალა საკადრო საკითხების მოგვარება, განსაკუთრებით რეგიონის დონეზე. ბუნებრივია, მას თავისი ხედვები აქვს და ამ ვითარებას არ შეიძლება არ გამოეწვია გარკვეული დაძაბულობა.

": 2020-ის არჩევნებისთვის "ოცნება" ამბიბს, რომ გუნდს განაახლებს. ეს შედეგზე რაიმე ზეგავლენას მოახდენს ?

მ.ა: გააჩნია როგორი იქნება განახლება - თუ მოხდება ოცნების შტაბების შემადგენლობის სერიოზული საკადრო გადახალისება, მაშინ შესაძლებელია კარგი შედეგი მივიღოთ. მაგალითად, თუ ნაწილობრივ მაინც დაბრუნდებიან ძველები, რომლებიც აბსოლუტურად უსამართლოდ იქნენ გარიყული, შეირჩევა ისეთი ხალხი, რომელსაც საზოგადოება ენდობა. მაგრამ, თუ გაგრძელდება ისევ ისე, როგორც ხდებოდა აქამდე, რომ ხალხს არჩევდნენ მხოლოდ ერთგულების, ნათესაობის ნიშნით და საკმარისი იყო ვიღაცას ეთქვა და შეეტანა ეჭვი კონკრეტული ხელმძღვანელის საქმიანობაში, თუნდაც რეგიონის დონეზე, ის აუცილებლად გაირიცხებოდა პარტიიდან, მაშინ ასე არაფერი არ გამოვა.

": რამდენად მნიშვნელოვანიაქართული ოცნებისათვის" 2019 წლის შუალედური მაჟორიტარული და მერობის არჩევნები?

მ.ა: რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ყველა ეს არჩევნები მოიგოს, განსაკუთრებით სამეგრელოში. შეიძლება ზოგიერთ სხვა ადგილას არც იყოს ასეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ზუგდიდში ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა მთავარი მაინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია და ეს შუალედური არჩევნები განიხილება 2020 არჩევნების კონტექსტში. მაგალითად მთაწმინდაზე თუ ოპოზიციური კანდიდატმა გაიმარჯვა, ეს განსაკუთრებულ პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნის, მაგრამ თუ ოპოზიციური მერი იქნა ზუგდიდში, ეს რასაკვირველია მმართველი პარტიისთვის სახიფათო მოცემულობაა. აქედან გამომდინარე შუალედურ არჩევნებში არის პოზიციები, რომლის გამოც ღირს ბოლომდე ბრძოლა, არის პოზიციები რის გამოც შეუძლიათ ნაკლები რესურსი დახარჯონ.

: წინასაარჩევნოდ, რეგიონებში პარტიის ლიდერების ჩასვლის შემდგომ, შეიცვლება თუ არა მოსახლეობის განწყობაქართული ოცნების" მიმართ?

მ.ა: "ოცნების" ლიდერების რეგიონებში ჩასვლით მინდა დავინახო სიტუაციის ადგილზე შესწავლის სურვილი, სიტუაცია უნდა შეიცვალონ უკეთესობისკენ და შემდეგ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ხალხის განწყობები შეიცვლება თუ არა.