ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის “პოლიტიკური ნოველა” 

ჟურნალისტ გელა ზედელაშვილის “პოლიტიკური ნოველა” 

(დაწერილია რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით)

ნიკას ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდა. ყელში მძღნერი მოაწვა. ძლივს აიზლაზნა. აბაზანაში წელმოწყვეტილი შეეთრა. სახეზე წყალი შეისხა. ოდნავ გამოფხიზლდა. ისევ ტირილი უნდოდა... ტირილი კი არა, ბღავილი უნდოდა. ოღონდ აქ არა, სახლში არა, გარეთ, სადმე თავყრილობაზე... თუნდაც ქუჩაში, რუსთაველზე, ან თავისუფლების მოედანზე. ჰო, უნდოდა, მთელი დუნიის წინაშე გამოსულიყო და ებღავლა, რომ ძალიან ცუდადაა სამშობლოს საქმე, რომ დედა მოეტ...ნა ყველას და ყველაფერს, რომ ყ...ეობაა ეს ყველაფერი და მეტი არაფერი. ნიკამ სარკეში ჩაიხედა, თვალები ჩალურჯებოდა, ბაგეები შესიებოდა. ისე გამოიყურებოდა, გეგონება მაგარ "პახმელიაზე" იყო. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო მოტყდა, ოთხმოცი წლის მოხუცს დაემსგავსა. მიხვდა, რომ ოლიგარქის დამარცხება არც ისე იოლია. მის განადგურებას სჭირდება არამხოლოდ მიშას და ბიძამისის, არამედ ხალხის ნება. დიახ, ასი ათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და წალეკოს ყოველივე, დანარჩენი დიდი ყ...ეობაა!

მსხვერპლია საჭირო, სისხლი, ხორცი, ბევრი კუბო, საფლავები... დასამარხია ყველა, ვინც ივანიშვილს უჭერს მხარს... პუტინის მონები, რუსეთის პოლიტიკის მძევლები, დედამოტ...ნულები! შვიდი წელიწადი გადის, ნიკას ქვეყანა ყანად გადაიქცა, ყანაც აღარაა, ქვესკნელია, სადაც დემონი გამეფებულა. დაიღალა დემონთან ბრძოლით, გადაიწვა. არა, სატევარის დადებას ნამდვილად არ აპირებს, მაგრამ თუ ყველამ არ იომა, არაფერი გამოვა. აგერ, იომა კი არა, კედელსაც ურტყა თავი, რა მიიღო? ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მისი ადგილი აღარ დარჩა საქართველოში. თითქოს კი არა, ასეა, აღარ დარჩა ერთი პატარა ჭუჭრუტანაც კი. არ არის ეხლა ეს ყ...ეობა?! დეპრესიაშია, სამშობლო დაემსგავსა კანალიზაციას, ეხლა ვართ უბანძესი სოფლის ბოლო. გამოვა და ამას იტყვის პირდაპირ ეთერში... იტყვის, რატომაც არ იტყვის? თუმცა ჯერ კვესიტაძემ უნდა თქვას, მაგრამ არ ამბობს. წკიპზეა ყველაფერი, ეს დედამოტ...ნული, უბრალოდ ფორმაა მოსაძებნი, რომ ამათ გააჯვან და აღარ იყოს ქვეყანა სოფლის ბოლო... გააბანძეს მამული, გაიგეთ? აბა, წადით და ნახეთ უნგრეთი, რა გააკეთეს გამოყ...ევებული უნგრელებისგან ავსტრიელებმა. ნიკა კრუნჩხვებში ჩავარდა, თვალები მოხარშული თევზივით გადმოეკარკლა, პირიდან დორბლი გადმოუვიდა, ხელები ყანაში მდგომ საფრთხობელასავით დაეპრანჭა. ყოველთვის ასე ემართება, როცა გარეთ ქარი ქრის. არადა, ამ ბოლოს სულ ქრის. რუსმა ოლიგარქმა გაიგო მისი ავადმყოფობის შესახებ და ამიტომაც დაიწყო ხეების გლეჯვა გურია-აჭარაში. დიახ, რაც ეგ დენდროლოგიურ პარკს აშენებს, რაც ქვეყნის დასავლეთი მხარე მოაშიშვლა, სულ უბერავს თბილისში. ვის ატყუებს? ვითომ პარკიო, დასასვენებელი ადგილიო... არავინ დაიჯეროს, ეგ არი წმინდა წყლის ყ...ეობა, კანალიზაცია, მძღნერობა და ყანობა!

ტელეფონი რეკავს... ნიკა შეცბა. ვინ უნდა იყოს? ტელეფონს უხალისოდ, ხვნეშით დახედა. "კობა ნაყოფია, სირი", - დაიწერა ეკრანზე. აუუუ... ეხლა ამას აუხსენი კიდე, რატომ ჩავარდა დეპრესიაში. რომც აუხსნას, გაიგებს?

- ჰო, კობა... გისმენ!

- რას შვრები, ნიკა? - გაისმა გაგუდული ხმა ტელეფონში.

- რას ვშვრები და... მძღნერი მახრჩობს!

- ჰო, ეგ ვიცი... მეც მაგ დღეში ვარ, ჩემს ირგვლივ სუ ტრაწიანობაა.

- ეეეჰ, ყ...ეობა ყოფილა ეს ცხოვრება, გუშინ მალტეზი კოკო დავმარხეთ. მე არ ვიცი, რატომ უტოვებენ კატებს მილიონებს, მაგრამ ჩემს უსაყვარლეს კოკოს გავაყოლეთ დიდი სიყვარული და დიდი ტკივილი. შეიძლება გამიჭირდეს ახსნა, მაგრამ ეს ჩემთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ასეთი სტრესი იშვიათად გადამიტანია მეც კი, ძალიან სტრესულ და მძიმე ცხოვრებაგამოვლილ ადამიანს. ბოდიში ყველასთან, მაგრამ უნდა ავიღო ტაიმაუტი, ადეკვატურობა რომ დამიბრუნდეს. ამ მდგომარეობაში ძალიან გამიჭირდება რაიმეს გაკეთება, - ამოიგმინა ნიკამ.

- ვააა... მალტეზაანთ კოკო მოკვდა, ტოოო? რა კაი კაცი იყო, სუ გვეხმარებოდა ხოლმე არჩევნებში, საწყალი მალტრეზაანები, რით გინდა, რომ ანუგეშო? გეთქვა, რაღაცით დავეხმარებოდი, - მიუგო კობამ.

- რა მალტრეზაანი? - მიუხვდა ნიკა, რომ ნაყოფიას კოკო ადამიანი ეგონა.

- კოკოშა, კაცო, ჩვენთან რო იყო შტაბში.

- არა, რააა... ჩემი ძაღლი მოკვდა, ბიჭო, ძაღლი, ფოტოს ჩაგიგდებ "ფეისბუქში", გამოყ...ევდები!

- ააა... ჰოოო... მდააა... ჰმ... ჰმ...

- აეგრეა, ძმაო, გავთავდი, გატრაწიანდა ჩემი გული და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ვეღარ გასუფთავდება... დიახ, რაც უნდა ხეხოთ ქვიშითა, ვერასდროს გათეთრდებისა!

- ააა... ჰოოო, მდააა... მეც მგონია, რომა... აი, როგო გითხრა, გარშემო სუ ტრაწია და ჩვენ კიდე ტრაწიანელები ვართ, მეტის მოთმენა შეუძლებელია. ბიჭო, ერთი რა მაგის პასუხია და... მიშამ დარეკა გუშინ, ტელევიზორში ბიძინას ხეების თემა ისევ გაააქტიურეთო. ვუთხარი, ჰო-მეთქი, მაგრამ როგო უნდა გავააქტიურო, არ ვიცი, თითი რას უნდა დავაჭირო? - დაუწია ხმას ნაყოფიამ.

- აუ, მაგანაც ხო ცალკე შემიკიკინა, რააა... მელაძეს ვეტყვი და გაააქტიურებს, შენ არაფერი გაგაგება მაგისი.

- აგაშენა ღმერთმა, რაღა არ ვიფიქრე.

- კარგი, ეხლა თავი დამანებე, საკუთარ ჩატრაწულ სულს უნდა მივხედო, დეპრესიაში ვარ... პრინციპში, ამას დეპრესია კი არა, ტრაწპრესია ჰქვია. თან ეკას უნდა დაველაპარაკო, იქნებ მოიფიქროს რამე, იქნებ დამაბრუნოს რეალურ სამყაროში, - ისევ ამოიხვნეშა ნიკამ და ტელეფონი გათიშა.

ეხლა ატყდება რეკვები, დაიწყებენ, სად ხარო? როგორ ხარო? ვისთან ერთად ხარო? გამო, სადმე ჩავსხდეთ, სადაც მთელი თფილისი იჯდებაო. არადა, არავისი ნერვები აღარ აქვს, დაღალა ოლიგარქთან ბრძოლამ, ყველას მისი ხელით უნდა ეკლიანი ბარდების გლეჯვა. მიდი, ნიკა, მიდი, გმირი ხარ, შენს გვერდით ვდგავართო. მოიხედავ და რა? აღმოაჩენ, რომ გაგყიდეს, წახუსხუსდნენ და იმას მისცეს ხმა, არც კი უნდა მისი გვარის ხსენება, ის არ არის პრეზიდენტი. ისევ მოაწვა ნიკას ყელში მძღნერი, ლამის პირიდან გადმოუვიდა. კვლავ აწკრიალდა ტელეფონი - ეკრანზე დაიწერა: "ეკლექტურა კვნესო ეკა".

- ჰო, ეკუშ, გისმენ, - ამოიკვნესა ნიკამ.

- რას შვრები, რაზე უნდა ვიბაზროთ ამ კვირას?

- მე ვერ ვიბაზრებ, ამ კვირას მარტო იბაზრებ, ტრაწპრესია მჭირს გაქანებული!

- რა?

- ეეჰ... ვერ გაიგებ, ახალი დაავადებაა, ვირუსია, სულს რომ გიტრაწიანებს, ეგ არი, რააა!

- უი, არ ვიცოდი, სექსის დროს გადადის? - იკითხა გაოცებულმა კვესიტაძემ.

- ჯერ არ ვიცი... მარტო ის დავადგინე, რომ ვირუსი სოლოლაკიდან მოდის. ეკუშ, დამიჯერე, დედა გვაქ მოტ...ნული და 2020 წლის ბოლომდე კიდე უფრო მოგვეტ...ნება!

- მაშ, მაშ, მაგას მეც ვგრძნობ, ჩემი შემოსავლები შემცირდა.

- ეს ყველაფერი ყ...ეობაა!

- ვიცი.

- ჰოდა, პირდაპირ ეთერში გამოდი და თქვი, გამოაცხადე, რომ ყ...ეობაში ვართ.

- ვერა.

- რატომ?

- შოთა არ მომიწონებს მაგას, სულ მეუბნება, რომ მე წესიერ ოჯახში ვარ გაზრდილი, გვარამიას ნუ აჰყვები, დაგღუპავსო, - შეაპარა ფრთხილად ეკამ.

- ნუ, ეხლა რა უნდა ვთქვა?

- ჩემ შოთიკოზე ცუდი არაფერი წამოგცდეს!

- არა, მე შინაურ ყ...ეებზე კომენტარს არასოდეს ვაკეთებ.

- ჰოდა, კარგსაც შვრები.

- ესე იგი, პირდაპირ ეთერში არ იტყვი, რომ ეს ყველაფერი ყ...ეობაა, ხომ?

- ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, 2020-ში - ვნახოთ.

ნიკას სახეზე ალმური წაეკიდა. ტელეფონი საწოლზე მოისროლა. ხედავ? ყველა საკუთარ ტრაკს უფრთხილდება, ჯერ არაო, ჯერ ვერაო, ვნახოთო. ჰმ... რა გამოდის, მარტო ნიკაა საზარბაზნე ხორცი? ერთი სირი ამსტერდამში გაიქცა და იქიდან უკითხავს ლექციებს, ულვაშებიანი მეორე სირი დადის ბეთჰოვენასავით და იძახის, პრეზიდენტი ვარო. დანარჩენ სირებს ერთი ადგილის აწევა არ უნდათ. ერთი ხანობა ფიქრობდა, საერთოდ გასცლოდა აქაურობას, გამოაცხადა კიდევაც, თუ ის "ქადჟი" პრეზიდენტი გახდებოდა, სადმე გადაიხვეწებოდა, მაგრამ ვერ ქნა, ვერ გარისკა, აქ ფული მაინც აქვს თავზესაყრელად, სხვაგან ვინ რას მიაშავებდა? არა, კი ეყოფოდა კაიხანს, რაც მოაგროვა, მაგრამ მტერი როგორ გაახაროს, როგორ ათქმევინოს რუს ოლიგარქს, ნიკას სამშობლოდან დავახვევინეო? ვერ მიართვეს, ტონობით წითელ წიწაკას შეჭამს, აჯიკასაც დააყოლებს, პრასსაც, ნიორსაც, ხახვსაც, პილპილსაც დაიყრის ენაზე, მდოგვსაც წაისვამს ყურებზე და მტერს მაინც არ გაახარებს.

ნიკამ კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, საკუთარ შუბლს დააკვირდა, თითქოს ორ ადგილას კოპები დაჰყროდა... უფრო სწორად, კოპებივით ამობურცვოდა. შეფიქრიანდა - ნუთუ? ტანში გააჟრჟოლა - ნუთუ რქები ამოსდის? არ არსებობს, არ უნდა, არა, რომ რქები ამოუვიდეს და მთელმა ქვეყანამ მისკენ თითი გაიშვიროს. ისედაც იშვერენ, ისედაც ვერ ჩასწვდნენ მის ფილოსოფიას სამშობლოს გადარჩენის თაობაზე, ეხლა ამის დრო იყო?

ნიკა ათი დღეა წევს გადაბმულად, ქუჩაშიც არ გასულა, ბავშვობის მერე ასეთი რამ არ ახსოვს. გადაბმულად უყურებს, რა ხდება ქარულ პოლიტიკაში და უკვე დარწმუნდა, რომ უმურტლესი ამბავია. ეგეთი ჭაობი და გოიმობა, რაც ეხლა არი ქართული პოლიტიკა, არასოდეს უნახავს... აი, მაშინაც კი, როცა პატიმრებს ცოცხებს უკეთებდნენ ციხეებში, როცა სპეცრაზმების თანხლებით უვარდებოდნენ ადამიანებს ოჯახებში და "ტრუსიკ-მაიკიანებს" ჰყრიდნენ ქუჩაში... არც მაშინ, როცა გირგვლიანებს მიათრევდნენ ოქროყანაში, აშიშვლებდნენ და ჩეხავდნენ... არც მაშინ, როცა ათასობით ოჯახს ქონებას აფორმებინებდნენ ღამის სამ საათზე და თან აუპატიურებდნენ... არც მაშინ, როცა "იმედში" შეცვივდნენ და ყველაფერი მილეწ-მოლეწეს... არც მაშინ, როცა ცხინვალისკენ დაძრეს "უძლეველი" არმია და ერთ საათში "სახელოვანმა სარდლებმა" წითელ ხიდამდე უწიეს... არც მაშინ, როცა ჩახოცილი უწვერულვაშო ბიჭები ცხინვალის ქუჩებში დატოვეს. არა, რა ტრაგედიაც ეხლა ტრიალებს საქართველოში, ასეთი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს - რას ლაპარაკობდა საქართველეოს მთავრობა, რა ტექსტები გამოსიოდათ პირიდან იუსტიციის, შს მინისტრს, პრემიერ მინისტსრს.  საოცარი პრემიერ მინისტრი გვყავს. გარეგნობითაც კი აჩვენებს, რომ იდიოტია. ადამიანი იქცევა როგორც სრული უმწიფარი იდიოტი, შემოულაწუნე "ნატვრის ხიდან"... რამდენი წლისაა, საიდან მოვიდა, ვისთან არის. საქართველოს პრემიერ მინისტრი არის საქართველოს სირცხვილი. ეგეთი ბანძი პრემიერ-მინისტრი არასოდეს გვყოლია. ეგეთი ბანძი, არაკვალიფიციური, არცერთ ენაზე ნორმალურად მოლაპარაკე. რა უნდა ადამიანს პრემიერად, რომელსაც ერთი თანამოქალაქეც კი არ გაუუპატიურებია? აი, ასეთი ხალხი არის დღეს მთავრობაში. ნიკას არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ეს კონტექსტი უნდა გადაიდოს. ესენი როგორ უნდა წარმოადგენდნენ ჩვენი შვილების ინტერესს სადმე? არა, არა და არა, ეგეთი ფარჩაკობა ნიკას არ უნახავს, ეგეთი ყ...ეობა სად გაგონილა?

უცებ სარკე დაიორთქლა... ნიკამ მაჯით გადაწმინდა, კიდევ უნდოდა, საკუთარი თვალებში ჩაეხედა და ძალა მოეკრიბა. თითქოს სარკე გაიბზარა, გადაწმენდილ ადგილზე ერთი მცირე ადგილი დარჩა, სადაც ჭაღარა, ულვაშებიანი მოხუცის სახე გამოიკვეთა.

- ბატონო ავლიპ, თქვენ? - ნიკას ყბები მოეღრიცა.

- დიახ, ბატონო ნიკოლოზ, ამხანაგო ნიკოლოზ... იცით, რა მაინტერესებს? თქვენი აზრით, ადამიანის გადმოგდება ზემოდან ქვემოთ უფრო ადვილია, თუ ქვემოდან ზემოთ აგდება?

- არ ვიცი, ბატონო ავლიპ... ამ წუთას აშკარად ვგრძნობ, რომ მძღნერში ვგორაობ, ტრაწპრესიაში ვარ.

- აი, საქმეც მაგაშია, ყმაწვილო... თქვენ ამ წუთას გორაობთ იქ, სადაც მთელი ცხოვრება გორაობდით, მაგრამ ადრე ამას ვერ გრძნობდით.

- რატომ, რატომ ვერ ვგრძნობდი?

- ოოო... ეს ძალიან რთული შეგრძნებაა, როგორ გითხრათ... ეს ბალეტია... ერთი ეს მითხარით, რატომ მოხვედით მაინც და მაინც ჩემთან? - ჩაიცინა ულვაშებში ავლიპმა.

- მე მოვედი? არა, ეს თქვენ მოხვედით, - აუკანკალდა ხმა ნიკას.

- როგორ გეკადრებათ, ყმაწვილო, აგერ მიდევს თქვენი განცხადება, სადაც სიტყვა-სიტყვით სწერია, რომა... ჩემთან შეხვედრას ითხოვთ. აგერ, ხელსაც აწერთ - "ატრაწუნე". უკაცრავად, ეს თქვენი ფესვდონიმია?

ნიკას თვალები უფრო ჩაუსისხლიანდა, ყელში ისევ მძღნერი მოაწვა... ცოტა ხანს იდგა ასე გამოშტერებული, მუხლები უკანკალებდა. მერე ჩაიკეცა და გონება დაკარგა. სად ჰქონდა გონება, მაგრამ ამ დროს ასე იტყვიან ხოლმე.

გელა ზედელაშვილი

 

Maverick მიშმაკმა ნიკა გვარამია იმდენი აჩალიჩა, რომ მისი სახელი და გვარი ზიზღის ეტალონი გახადა!
ამ საცოდავის "შემოქმედებამ" ყველას დაანახა როგორი არ უნდა იყოს ჰომო საპიენსი.
მალე არამზადას არამზადას კი არ დაუძახებენ, ნიკა გვარამია ხარ-ო ეტყვიან!
4 წლის უკან