რა ქონებას ფლობენ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთა შორის კომიკოსი, მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერიცაა

რა ქონებას ფლობენ უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები, რომელთა შორის კომიკოსი, მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრემიერიცაა

უკ­რა­ი­ნა­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის 40-ზე მეტი კან­დი­და­ტი იყ­რის კენ­ჭს, თუმ­ცა მათ­გან ძი­რი­თა­დად სამი ლი­დე­რი იკ­ვე­თე­ბა - ახ­ლან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი იუ­ლია ტი­მო­შენ­კო და მსა­ხი­ო­ბი კო­მი­კო­სი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი, რომ­ლის პერ­სო­ნა­ჟიც ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრე­ზი­დენ­ტიც გახ­და.

და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის ნა­წი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვე­ბის შე­დე­გე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ ჰყავ­დეს, რად­გან ამის­თვის სა­ჭი­როა, ერთ-ერ­თმა კან­დი­დატ­მა ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბის 50%-ზე მეტი აი­ღოს; ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, - მე­ო­რე ტური 21 აპ­რილს გა­ი­მარ­თე­ბა.

რუ­სე­თის მიერ ყი­რი­მის ანექ­სი­ი­სა და დო­ნეც­კი­სა და ლუ­განსკის ოკუ­პა­ცი­ის გამო, ად­გი­ლობ­რივ ამომ­რჩე­ველ­თა 12% ხმის მი­ცე­მას ვერ ახერ­ხებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბას, წი­ნას­წა­რი გა­მო­კი­თხვე­ბით, ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რით, კო­მი­კო­სი ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკი ლი­დე­რობს, მას მოს­დევს ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი პეტ­რო პო­რო­შენ­კო, მე­სა­მე ად­გილ­ზეა იუ­ლია ტი­მო­შენ­კო.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დე­ნო­ბის მსურ­ველ ყვე­ლა კან­დი­დანტს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში თა­ვი­სი ბიზ­ნეს-ინ­ტე­რე­სე­ბი აქვთ. ამის შე­სა­ხებ კვლე­ვის ცენ­ტრი YouControl წერს.

ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ კან­დი­დატს, კო­მი­კოს ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკის ად­გი­ლობ­რი­ვი რეს­ტორ­ნე­ბის საკ­მა­ოდ დიდი ქსე­ლი აქვს. ასე­ვე, ის ფლობს 7 უკ­რა­ი­ნულ და 5 უცხო­ურ კომ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ოფ­შო­რულ ზო­ნა­შია და­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, მას აქვს სა­ერ­თო ბიზ­ნე­სი ად­გი­ლობ­რივ გავ­ლე­ნი­ან ბიზ­ნეს­მენ­თან, იგორ კო­ლო­მო­ის­კის­თან. კონ­კრე­ტუ­ლად, მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია კომ­პა­ნია Квартал ТВ-ს 15%, რო­მე­ლიც Приват -ის კომ­პა­ნი­ე­ბის ჯგუფ­ში შე­დის.

ზე­ლენ­სკის ცოლი თევ­ზის კონ­სერ­ვის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია Зелари Фиш-ის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. ცნო­ბის­თვის, მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ “მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე დიდ როლს ახლა თა­მა­შობს, რო­დე­საც იცავს უკ­რა­ი­ნის დე­მოკ­რა­ტი­ას ევ­რო­პა­ში და აჩ­ვე­ნებს ამას თა­ვი­სი ქმე­დე­ბე­ბით.”

მი­სი­ვე თქმით, ის სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია და სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­სულ­ტან­ტია ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის, ყვე­ლა კან­დი­და­ტის­თვის, რო­მე­ლიც დღეს პო­ლი­ტი­კა­ში მი­დის და გახ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. ამას­თან, მი­იჩ­ნევს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა და­უბ­რუ­ნონ.

რაც შე­ე­ხე­ბა, მოქ­მედ პრე­ზი­დენტს, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს, არა­ერ­თი ბიზ­ნე­სის მფლო­ბე­ლია, მათ­გან ზო­გის პირ­და­პი­რი მფლო­ბე­ლი თა­ვად არის, ზო­გიც, ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ხელ­ზეა - მათ შო­რის, შუ­შის, ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის წარ­მო­ე­ბა და პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლის ბიზ­ნე­სი.

ასე­ვე, მის სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სად ით­ვლე­ბა, Roshen –ის სა­კონ­დიტ­რო ბიზ­ნე­სი... მის თით­ქმის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს ჯგუ­ფი Укрпроминвест-ი. საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბამ­დე მან რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო. სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია OCCRP –ს მო­ნა­ცე­მე­ბით, პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებ­ში მან ბრი­ტა­ნეთ­ში და­ა­ფუძნა ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია Prime Asset Partners Ltd.

იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს ან­გა­რიშ­ზე ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი არ ფიქ­სირ­დე­ბა, თუმ­ცა, მისი ქმა­რი ფლობს პარ­ფი­უ­მე­რი­ის ხა­ზით მო­მუ­შა­ვე Леди Ю -ს და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მწარ­მო­ე­ბელ Гермес-ს.

ტი­მო­შენ­კოს ქა­ლიშ­ვი­ლი ორი­ვე კომ­პა­ნი­ას სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს; ასე­ვე ფლობს წი­ლებს კი­დევ 4 კომ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლე­ბიც უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ოპე­რი­რე­ბენ... იუ­ლია ტი­მო­შენ­კოს დე­დაც ბიზ­ნეს­შია, ის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის მფლო­ბელ კომ­პა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

არის კიევ ერთი “სა­ინ­ტე­რე­სო” სახე, პრო­რუ­სი კან­დი­და­ტი, იური ბო­ი­კო, რო­მე­ლიც პარ­ტია “кума Путина”-ს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. ბო­ი­კოს ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შიც არ ფიქ­სირ­დე­ბა ბიზ­ნეს­კომ­პა­ნი­ე­ბი, თუმ­ცა, მისი ოჯა­ხი რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას ფლობს, რომ­ლე­ბიც უძ­რა­ვის ქო­ნე­ბის, ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვა-გა­ქი­რა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს. მისი ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა კომ­პა­ნია Group DF –ში, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ ოლი­გარ­ქს დმიტ­რი ფირ­ტაშს ეკუთ­ვნის. ბო­ი­კო დიდი მხარ­და­ჭე­რით არ სარ­გებ­ლობს, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი ელექ­ტო­რა­ტი ჰყავს.