სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა ახლდება

სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურა ახლდება

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასთან ერთად, არსებულ სივრცეებში დაზიანებული ინვენტარის განახლებასა და ჩანაცვლებასაც აქტიურად ახორციელებს. 

ამ დროისთვის სამუშაოები 9 მისამართზე ჩატარდა. 

დიღმის მასივის მე-8, მე-9, მე-13 და მე-14 კორპუსების მიმდებარედ, რობაქიძის გამზირის N31-ში, დიღმის მასივის მეექვსე კვარტლის მე-6, მე-13 და მე-14 კორპუსების მიმდებარედ, ასევე ლუბლიანას ქუჩის N38, 38ა, 40, 42-ში ახლით ჩანაცვლდა დაზიანებული საპარკო ინვენტარი, სკამები, ურნები, ასევე განახლდა საბავშვო მოედნები და ბილიკები. 

სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 369 199 ლარი გამოიყო.