„დააკავეთ ეს ნაძირლები“ - ტრამპი სამართალდამცველებზე თავდასხმების შეჩერებას მოითხოვს

„დააკავეთ ეს ნაძირლები“ - ტრამპი სამართალდამცველებზე თავდასხმების შეჩერებას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა მომიტინგეები, რომლებიც ქვებსა და აგურებს უშენდნენ საიმიგრაციო კონტროლის (ICE) ოფიცრებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთ მომიტინგეებს „ნაძირლები“ უწოდა და მათი დაკავება მოითხოვა.

„ტეხასიდან ვბრუნდები და გაოცებით ვუყურებდი, როგორ ესროდნენ ბანდიტები ქვებსა და აგურებს ICE-ის ოფიცრებს, როდესაც ისინი მანქანით ან/და ოფიციალური სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობდნენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, მომიტინგეებმა უზარმაზარი ზიანი მიაყენეს სრულიად ახალ სამთავრობო მანქანებს და შეშფოთება გამოთქვა სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გამოხატული „უპატივცემულობის“ გამო.

ტრამპმა დაავალა შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სამართალდამცველებს, დააკავონ ნებისმიერი პირი, ვინც მათ თავს ესხმის ქვებით ან აგურებით, „ამისთვის საჭირო ნებისმიერი საშუალების გამოყენებით“.

„აღარასოდეს მინდა ვიხილო სამართალდამცავი ოფიცრის მანქანაზე თავდასხმა! დაკავებისა და დაპატიმრების უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაცემულია“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მარბიელი სახელმწიფოებრივად სწორი და სამართლიანი მიდგომაა!
ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც! და ვინც დამნაშავეს გმირად აცხადებს და მოუწოდებს ასე გაგრძელებისკენ (ძალადობა პოლიციელზე...)დანაშაულის ცადენაში წამქეზებლები არიან და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაც უნდა გვქონდეს!
4 საათის უკან