ვიქტორ ორბანი: უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისას უნგრეთის მოქალაქე ცემით მოკლეს, ეს საქმე უნდა გამოვიძიოთ

ვიქტორ ორბანი: უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისას უნგრეთის მოქალაქე ცემით მოკლეს, ეს საქმე უნდა გამოვიძიოთ

უნგრეთი ვალდებულია, უკრაინაში საკუთარი მოქალაქის მკვლელობა გამოიძიოს, - შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაავრცელა. მისი თქმით, უნგრეთის მოქალაქე სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლებმა ცემით მოკლეს, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

„უკრაინაში უნგრეთის მოქალაქე ცემით მოკლეს. ის ჩვენი საზოგადოების წევრი იყო და უნგრეთის კონსტიტუციის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. ის არ გარდაცვლილა. ის იძულებითი მობილიზაციისას ცემით მოკლეს. ეს საქმე უნდა გამოვიძიოთ", - წერს ორბანი.

მანამდე უნგრულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინაში 45 წლის იოჟეფ შებეშტიენის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მას უკრაინელი სამხედროები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 3 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.