“გია ვაშაძის კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა იყო”, – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “პოლიტმეტრი” განაცხადა.
“გია ვაშაძის კანდიდატურა ჩემი კანდიდატურა იყო და ბევრჯერ დავრწმუნდი, რომ მართალი ვიყავი. შიგნით გვქონდა ბევრი კამათი და აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი. ვინც ეწინააღმდეგებოდა, მერე იმათაც აღიარეს, რომ გია ვაშაძე იყო მართლაც ძალიან მაგარი კანდიდატი.
ახლა დგება მესამე ეტაპი. მებრძოლები უნდა ვიყოთ ყველანი. არ უნდა იყოს ცალკე ვაშაძე, სააკაშვილი”, – განაცხადა სააკაშვილმა ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში.