რუსთავი 2” და “ნაციონალური მოძრაობა” ტყუილში ისევ გაებნენ – ვინ არიან “სეზონის გიჟები”

რუსთავი 2” და “ნაციონალური მოძრაობა” ტყუილში ისევ გაებნენ – ვინ არიან “სეზონის გიჟები”

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის მხარდამჭერებს ტყუილში ამხელს.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც როგორც ნაცმოძრაობა და “რუსთავი 2” ირწმუნება ასახულია საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებული გაყალბება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა  ჟურნალისტმა ბაკურ სვანიძემ “ნაციონალური მოძრაობა” და “რუსთავი 2” სიცრუეში ამხილა.

“ესენი უტიფრობასთან ერთად სრულიიდიოტიზმის რეკორდებს ამყარებენ ბიჯო რა! აი, ეს ვიდეო რომ დადეს – ნახეთ არჩევნებს როგორ აყალბებენ მარნეულში “ქოცებიო”!

ხალხმა ხომ გამოიჭირა უტიფარ ტყუილში – არჩევნები 28 ნოემბერს ჩატარდა და ტიპებს აქ მოკლესახელოებიანი მაისურები და პერანგები აცვიათო! ამის შემდეგ, წესით,  მოაზროვნე ადამიანი უნდა მიხვდეს რომ გამოიჭირეს და თუ არ შერცხვება, უნდა გაჩუმდეს მაინც, ცოტა ხნით! არა! ნახეთ, მაინც როგორ აწვება ეს “ნაცების” ტიპიური სახე “პირველ ჩვენებას” და როგორ “აპრავებს”, რატომ არიან საარჩევნო უბანზე ნოემბრის ბოლოს ტიპები მოკლესახელოიანი “საროჩკებით” – თურმე, კაცო, გარეთ კია ზამთარი, მაგრამ შიგნით ყოფილა “ატაპლენიე” იმისთანა რომ ბაბანებს თურმე იქაურობა! და სულაც არ არის გასაკვირი, რომ “საროჩკითაა” თურმე კაცი!

ბიჯო! კაი, შეიძლება საარჩევნო უბანზე კაცი რომ შედის, მაგ დროს პალტო ან ქურთუკი გაიხადოს, მაგრამ რაც არ უნდა “გათბობა” იყოს შენობაში, ზამთარში და სიცივეში ქურთუკის შიგნით ნორმალურ ადამიანებს

თუ ჯემპრი ან პულოვერი არა, გრძელსახელოიანი “საროჩკა” მაინც აცვიათ მინიმუმ! ეს “დიადი მოაზროვნე” კი, “ქოცებისთვის განმარტავს” რომ 28 ნოემბერს,  ანუ თითქმის უკვე დეკემბერში მარნეულელი აზერები მოკლესახელოიანებით ტასაობენ თურმე და ქურთუკის შიგნით სულ მოკლესახელოიან მაისურებს და პერანგებს ატარებენ! ვინმეს რამეში ეჭვი რომ არ  შეეპაროს, პირველივე კომენტარად სრულ ვიდეოს  დავდებ და ნახავთ, რომ იქ ყველა მოკლესახელოიანი მაისურით, ან პერანგით არის! კაი, ერთი შეიძლება იყოს სეზონის გიჟი და ზამთარში ქურთუკის შიგნით მოკლესახელოიანი ეცვას, მაგრამ ასე მასიურად რამ დააგიჟა ეს ხალხი, რომ ყველა მოკლესახელოიანითაა? მაგრამ რას ვიზამთ – “განგვიმარტავს” ბიჭი და უნდა დავუჯეროთ, თუ არ გვინდა “ქოცების” იარლიყი!

ისე, მართლა მაინტერსებს, ახლა ამას რომ ახადო თავის ქალა და ჩაიხედო შიგნით, მართლა ჰგონია,  რომ ძალიან დამაჯერებლად “განმარტა” და მორჩა – ხმა აღარავინ უნდა ამოიღოს????” – წერს სვანიძე