გახარია! ეს პოლიციელი არ უნდა დაისაჯოს?! – თქვენს იდიოტ “შავი პიარის სპეციალისტებს” გამორჩათ ერთი “უმნიშვნელო” დეტალი

გახარია! ეს პოლიციელი არ უნდა დაისაჯოს?! – თქვენს იდიოტ “შავი პიარის სპეციალისტებს” გამორჩათ ერთი “უმნიშვნელო” დეტალი

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” და მის მხარდამჭერებს მორიგ სიცრუეში ამხელს:

“არა, აი აქ უკვე ხმამაღალი ტამტამებია საჭირო! ცილისწამება ერთია და იდიოტიზმის ამ დონისთვის ჯერ არავის მიუღწევია მსოფლიოში. ნაცები ავრცელებენ ფოტოს, რომელზეც ასახულია როგორ უჭერს ყელში პოლიციელი ვიღაც მოქალაქეს! ისინი ამ ფოტოს უზიარებენ ასევე თავის უკრაინელ მეგობრებს და ურთავენ წარწერას – “გახარია! ეს პოლიციელი არ უნდა დაისაჯოს?!” უკრაინელი მეგობრებიც აღშფოთებით უკომენტარებენ!

არ ვიცი საქართველოს შს მინისტრი ამაზე რა პასუხს გაგცემთ “ნაცებო”, მაგრამ მე ჩემსას გეტყვით – კი, ეს პოლიციელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს და მეც პირადად მოვთხოვ გახარიას მის დასჯას, ოღონდ მაშინ როდესაც ჩვენი იურისდიქცია გაფართოვდება და აზერბაიჯანზეც გავრცელდება! დიახ! თქვენს იდიოტ “შავი პიარის სპეციალისტებს” გამორჩათ ერთი “უმნიშვნელო” დეტალი – ამ პოლიციელებს აცვიათ აზერბაიჯანის პოლიციის ფორმა, ხოლო მთავარი მოქმედი პოლიციელის მხარზე ძალიან აშკარად ჩანს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა!

სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი აქამდე, რომ თურმე გიორგი გახარია ამ დონის ფიგურაა, რომ იგი უკვე აზერბაიჯანის პოლიციის მოქმედებებზეც აგებს პასუხს და აზერი პოლიციელის დასჯის უფლება აქვს!” – წერს სვანიძე

გთავაზობთ ფოტოს, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი მხარდამჭერები ავრცელებენ.