გურჯაანის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გაერთიანებული ოპოზციიის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის პროცესი დაიწყო. სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ფორმაზე. თუმცა სასამართლოზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო დარბაზში, სდაც დაახლოებით 30 ადამიანის დასწრებაა შესაძლებელი, 10 სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცავია, რომლებიც ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან. აღნიშნულის გამო დარბაზში ვერ შედიან დავით კირკიტაძის ძმა, მამა და ოპოზიციის ლიდერები. ოპოზიცია სუს-ის თანამშრომლების დარბაზიდან გასვლას მოითხოვს.