საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” 26 მაისის მოვლენები თავის სტილში შეაფასა:
“მომისმინეთ ახლა კარგად. 26 მაისი იყო რუსეთის მიერ დაფინანსებული პროვოკაცია საქართველოს სამხედრო აღლუმის ჩაშლის მიზნით. თქვენ განსხვავებას ვერ ხედავთ გურჯაანის აქციასა და 26 მაისის მოვლენებს შორის, სადაც მოკლეს ერთი პოლიციელი და დაშავდა რამდენიმე, რაც მაშინ განახორციელა ნინო ბურჯანაძემ.
სალომე ზურაბიშვილი არ იყო, ნინო ბურჯანაძეს გვერდზე "ბელა ჩაოს" მღეროდა?! ჟურნალისტი ავალიშვილი რომ გახეთქეს ცემით პირველ არხთან”, – განაცხადა სააკაშვილმა.