პრეზიდენტის არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემის გამო, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, მეგი გოცირიძემ მის მეგობარზე, რომელთანაც ნათლიმირონობაც აკავშირებს მასზე უარი თქვა.
“10 წუთის წინ წავიკითხე, რომ ჩემი 30 წლის მეგობარი, ძალიან განათლებული და წარმატებული, ამერიკაში მცხოვრები და მოღვაწე მეცნიერი, რომელთანაც არა მხოლოდ მეგობრობა, ნათელმირონიც მაკავშირებს, პოსტს აქვეყნებს, რომ თურმე ძალიან მძიმე არჩევანი ჰქონია გასაკეთებელი საპრეზიდენტო არჩევნებზე და ზურაბიშვილის სასარგებლოდ მიუღია გადაწყვეტილება.
ერთი წუთით გავქვავდი, მერე ძალა მოვიკრიბე, დავურეკე და მხოლოდ ის ვუთხარი, რომ მეც ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე ვდგავარ და ვირჩევ იმას, რომ აღარასოდეს დამირეკავ, აღარასოდეს მნახავ, აღარასოდეს მახსენებ, აღარასოდეს გამომიგზავნი საჩუქრებს, რადგან შენ ბრძოლის ველზე დანა ჩამარტყი ზურგში – მეთქი, პასუხსაც არ დაველოდე ისე დავბლოკე ჩემი მეხსიერებიდანაც, ფეისბუკიდანაც და ცხოვრებიდანაც!
P.S. ჩემო ნათესავებო, მეგობრებო და ახლობლებო, აქ თუ ხართ ისეთები, რომლებიც იმდენად ავადმყოფები ხართ, რომ ან თქვენი ნების საწინააღმდეგოდ და ან სრულიად გააზრებულად იმავნებლეთ საკუთარი შვილების მომავლის წინაშე, თქვენით წადით ჩემი ცხოვრებიდან, სანამ გავიგებ და გაგადებთ, ხომ იცით რომ მაინც გავიგებ და მაინც გაგადებთ, თან ძალიან მწარედ, ამიტომ მშვიდად გამერიდეთ, თქვენთვისვე უკეთესია და ეს კარგად იცით ყველა ჩემიანმა “ , – წერს გოცირიძე.