"ალბათ მელიას დეპუტატის მანდატის შეწყვეტის საკითხი დადგება"

ნიკა მელია როგორც იქცევა, ესეთი არავინ მინახავს. თავხედი ბევრი შემხვედრია ჩემს ცხოვრებაში, უტვინოც ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი არავინ, - ამის შესახებ განცხადებას უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აკეთებს.

როგორც პაპუაშვილი ამბობს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მნიშვნელობა არ აქვს ის დეპუტატია თუ არა.

"დეპუტატი იქნება თუ პროფესორი, ჩადენილ საქციელზე კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხს რა შთბეჭდილება დარჩება? ამჟამად არ ვარ საქმის კურსში, რომ ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის მოხსნა განიხილება. ადამიანი გამუდმებით ძალადობას და ალბათ, დადგება მანდატის მოხსნის საკითხი. მე, რასაკვირველია, მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დავუჭერ. მას არ უნდა ქონდეს დეპუტატის მანდატი და პასუხი უნდა აგოს მართლმსაჯულების წინაშე როგორც კანონი გადაწყვეტს ისე, გააჩნია რა წინადადებით შემოვა პროკურატურა", - აცხადებს პაპუაშვილი "მეტრონომთან".

ოპოზიციის ლიდიერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, შესაძლოა, ის და ნიკა მელია დააკავონ. საქმე ეხება ველისციხეში მომხდარ აქციას, სადაც ნიკა მელია პოლიციის წარმომადგენელს დაუპირისპირდა.