"პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით" - ილია მეორე

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

სადღესასწაულო წირვას ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს", - განაცხადა პატრიარქმა.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, არაქრიასტიანებსაც კი.