ფოთელ ნაციონალებს ვერ გაუგიათ ლეიბორისტების სიაში რატომ წერენ

ფოთელ ნაციონალებს ვერ გაუგიათ ლეიბორისტების სიაში რატომ წერენ

ფოთელ „ლეიბორისტს“ თავი „ნაციონალში“ აერია და ეს ღიად გააპროტესტა. ყველაფერი კი მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთ უბანზე თავმჯდომარესა და მდივანს ირჩევდნენ.

ფოთის საოლქო კომისიაში „ქართული ოცნების“ პირველი საჩივარი შევიდა და ის კოალიციის სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა, როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, ამით არაფერი შეცვლილა. „ლეიბორისტული პარტიის“ კვოტით წარდგენილმა საუბნო კომისიის წევრმა, ნინო მეტონიძემ, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის არჩევნების დღეს, პროტესტი იმის გამო გამოთქვა, რომ ის არა მშრომელთა პარტიას, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა. ამის მიუხედავად ფოთის მეცხრე საუბნო კომისიაში, ხელახლა დანიშნულ არჩევნებზე ის ისევ ოპოზიციური პარტიის კვოტით მოხვდა.

კოალიცია ქართული ოცნების  ფოთის მეცხრე საუბნო კომისიის წარმოამდგენელი ელიონორა დაკარგულია იმ დეტალებს იხსენებს, რომელიც ლეიბორისტების მიერ  ნინო მეტონიძის წარდგენას მოჰყვა.

„მას ბლანკიც კი მოუტანეს საოლქო კომისიიდან, რომელზეც შალვა ნათელაშვილის ხელმოწერა იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად მაინც იძახოდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო და არა „ლეიბორისტებიდან“, - აცხადებს დაკარგულია.

ამ ფაქტის შემდეგ მომხდარი, კოალიციის წარმოამდგენელმა, ფოთის საოლქო კომისიაში გაასაჩივრა. კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ  მათ გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, „ქართული ოცნების“ საჩივარი დააკმაყოფილეს.

ლეიბორისტული პარტიის ფოთის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი ტორონჯაძის თქმით, ნინო მეტონიძე მშრომელთა პარტიის წარმომადგენელი საერთოდ აღარ იქნება.

თავად ნინო მეტონიძესთან, ჩვენი მცდელობის მიუხედავად დაკავშირება ვერ მოვახერეთ, ის ხელმეორე არჩევნების შემდეგ, არც საუბნო კომისიაში გამოჩენილა.