ვალერი გელაშვილი:

ვალერი გელაშვილი:"დაიწყებს მიშა სამოქალაქო ომს?!დაიწყოს!

"პარტიაში მივედი თუ არა, შემოწირულობა ჩავრიცხე - ზუსტად 60 000მ ლარი. ვიცოდი, ვერანაირად ვერ დამაჯარიმებდნენ - 2006 წელს მიშა სააკაშვილმა თავისი ხელით გადამიხადა 2 მილიონი რეზიდენციისთვის და ახლა ამ 60 000 ლარის გულისთვის თვითონ ხომ არ დამაჯარიმებდა. სააკაშვილმა თქვა "ბანდიტი გელაშვილიო" - ფული რომ არ შევარჩინე იმიტომ არა? ვაი, მაგან რომ თქვას გელაშვილი პატიოსანი კაციაო, ეგ უნდა მეწყინოს, თორემ თაღლითსა და ბანდიტს რომ მეძახის, ჩემთვის დადებითი შეფასებაა. ჭირივით მეჯავრება სააკაშვილი და ვიცი, მასაც ძალიან ვუყვარვარ. ეგ ნაძირალა კაცი თაღლითს თუ დაგიძახებს, პლუსია, აბა რა არის", - აცხადებს ვალერი გელაშვილი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გეუბნებით, მიშა საერთოდ არ ჩაატარებს არჩევნებს ან თავიდან ბოლომდე გააყალბებს და სპეცნაზს ჩაატარებინებს" / რას პასუხობს ჭორებსა და ბრალდებებს ვენესუელადან დაბრუნებული სკანდალური ბიზნესმენი.

"... ჟურნალიტებმა მითხრეს, ინტერპოლი გეძებსო. ზღაპრებს თუ იგონებს ნაციონალური მოძრაობა, ეგ მაგათი პრობლემაა, ამაზე ვის რა ვუპასუხო. მით უმეტეს, იქ მიწები მაქვს, პროექტებს ვაკეთებ, 7 მილიონი დოლარის ინვესტიციაც ჩავდე, ყოველდღე ველაპარაკები ჩემს ადვოკატს. სასამართლო პროცესის დროს თვეების მანძილზე მოწმდებოდა მთელი ფინანსური მოძრაობა ჩემ ანგარიშებზე და დასკვნაც დაიდო, რომ პრობლემა არაფერში არ მაქვს. იქ ბინაც მაქვს და ყველაფერი საბუთებითაა დამტკიცებული. ერთი რამ ვერ გავიგე - ვენესუელაში საქართველოს საელჩოს არ აქვს, არანაირი დიპ;ომატიური ურთიერთობა არ არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის, ის კი არა ვენესუელამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაც აღიარა და ამ ილუზიებსა და ზღაპრებს საიდან მიგონებენ, როგორ მიიღო ეს ინფორმაცია სააკაშვილმა?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი გელაშვილი.

"ამ არჩევნებს მიშა საერთოდ არ ჩაატარებს. შეხედეთ მის გამოსვლებს და ნახავთ სააკაშვილის აგონიას! ან ქვეყნის გარეთ მოაწყობს რამეს, ან აქ დაერევა ხალხს. სამოქალაქო ომს დაიწყებს ბოლო-ბოლო! მე მაქვს კატაკლიზმური პროგნოზი? სააკაშვილი თვითონაა კატაკლიზმური პიროვნება! არავის მივცემ ამ ქვეყანასო რომ ამბობს, მაგისია? თავისი სახლი აიშენოს მიშამ და იმაზე აგოს პასუხი, თორემ მე და სხვებს რომ შეგვაქვს ბიუჯეტში ფული, ქვეყანას ჩვენ ყველანი ვაშენებთ. ბებიამაგისამ, მიშა მარტო რა შუაშია, წავიდეს და თავის შვილიშვილებში იტრაბახოს. მშენებლობის მაინც გამეგება რაღაც და როგორ შეიძლება ყველაფერი ასე უცბად მიაყარო ერთმანეთს. ამას ერთი ბედი აქვს- ნახევარ წელიწადში ჩამოიქცევა. გეუბნებით მიშა საერთოდ არ ჩაატარებს არჩევნებს ან თავიდან ბოლომდე გააყალბებს და სპეცნაზს ჩაატარებინებს. თუ ნორმალურად ჩაატარებს, წააგებს და გაიქცევა", - დასძენს ვალერი გელაშვილი და შეკითხვას - "ახლა რომელია ამ ვერსიებიდან ყველაზე რეალური?" - პასუხობს:

"ჯერ ერთი ჩხუბი მორევაზეა და ცდებიან, თუ ყველა ძალოვანი მიშას მხარეს ჰგონიათ. რა სცენარიც უნდა განვითარდეს, პოლიტიკური რყევები არ აგვცდება, უბრალოდ, ამ რყევების მაშტაბები არ ვიცი ზუსტად. ერთი სული მაქვს. როდის დაწყბარდება აქაურობადა როფდის მივხედავ ჩემს პროექტებს მაგიდაზე დასტებად რომ მიყრია. დაიწყებს მიშა სამოქალაქო ომს?! დაიწყოს! რა მოელის - ერთი 24 საათიანი გაპარტახება და მორჩა, გაიქცევა აქედან. არც სისხლისღვრაა გასაკვირი ასეთი პიროვნების ხელში, რადგან ცოტა სისხლი არც აქამდე დაუღვრია. მე კი რეალობას თვალებში ვუყურებ და ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ!"