ჟურნალისტიკაში ალისტრახოების ჟამი დადგა!

ჟურნალისტიკაში ალისტრახოების ჟამი დადგა!

ჟურნალისტიკაში ალისტრახოების ჟამი დადგა! კარგა ხანია მეცხე არხის ჟურნალისტებს დასდევს რამდენიმე ადამიანი, რომელტაგან ყველაზე „პოპულარული“ ვინმე ალისტრახო გახდა და ხელს უშლიან მუშაობაში. მსგავსი დაჯგუფება სამეგრელოშიც გამოჩნდა. მოხდა პირველი ინციდენტი, მაესტროს ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ მიკროფონი უთავაზა „ალიასტრახოვიჩს“. რა მოხდა სინამდვილეში და რატომ დაიბარეს ნანა ფაჟავა პოლიციაში დაკითხვაზე.
„ალიას„ ნანა ფაჟავა ესაუბრა:
_ ძალიან მაკვირვებდა საზოგადოების რეაქცია იმ ფაქტებზე, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდებოდა და რასაც ადგილი ქონდა ინფო-9-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ჟურნალსტ ეკა დუგლაძისადმი, ვთქვი და ახლაც ვიმეორებ - მე არ ვარ ეკა დუგლაძე! შესაძლოა მან აიტანოს ყველაფერი, ან სთხოვონ მას იმ მედიასაშუალების ხელმძღვანელებმა რომელსაც ის წარმოადგენს, პასუხი არ გასცეს თავდამსხმელს და ეს გაითვალისწინოს კიდეც. მე ნამდვილად ვერ ავიტან ამდენს.

_ რა მოხდა არ იტყვი?
_ გუშინ დამირეკა ერთმა ქალბატონმა სამედიცინო ცენტრიდან, ეს არის ლუიზა ფიფია და მითხრა - არ ვაპირებდი ჟურნალისტებისთვის შემეტყობინებინა ის რაც ახლა ხდება საავადმყოფოში, მაგრამ სხვა გზა არა მაქვსო. მისი ფეხმძიმე ძმისშვილი მირანდა ფიფია მიუყვანიათ საავადმყოფოში, დილით კი გაირკვა რომ ნაყოფი გაგუდულა, გარდაცვლილა. ქალბატონი მეუბნება რომ მან შემთხვევით მოისმინა დაცვა როგორ საუბრობდა და გადასცემდა რაციით ეს ამბავი ფაჟავამ რომ გაიგოს და მოვიდეს, არ შემოუშვათო. ქალბატონმა მითხრა რომ ამის გამო დამირეკა და იგი თვლიდა რომ უფრო მეტი უბედურება დაატყდათ თავს და ფიქრობდა რომ მისი ძმისშვილიც ცუდად იყო. მან მთხოვა მოდიო. საავადმყოფოსთან მისულს სხვა ჟურნალისტებიც დამხვდნენ იქ. პირდაპირ დავიწყე ფიფიას ჩაწერა, ერთი წუთი იქნებოდა გასული, რაც ჩაწერა დავიწყე და მარცხნივ დავინახე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი რომელიც იღებდა ამ ყველაფერს. ამ ბიჭის გარდა დაცვის თანამშრომელიც იწერდა მობილური ტელეფონით საავადმყოფოსთან მიმდინარე პროცესებს. ვიფიქრე რომ არ სიამოვნებდათ მათ ჩემი იქ ყოფნა, მითუმეტეს ამ ქალბატონისაგან ვიცოდი რაციაზე რაც გადასცეს. ჩემთვის უცნობი ახალგაზრდა რომელიც ამ ყველაფერს სამოყვარულო კამერით იღებდა, სოდ-ის ან კუდ-ის თანამშრომლად ჩავთვალე. მართლა არ მიფიქრია რომ შეიძლება ჟურნალისტი ყოფილიყო. ამ „ოპერატორის“ გვერდით როგორც წესია არც ჟურნალისტი იდგა და არც ჟურნალისტის დამადასტურებელი სამკერდე ნიშანი ქონდა, არც მიკროფონი ეჭირა. რა უნდა მეთქვა სხვა? რატომ უნდა მეფიქრა რომ ჟურნალისტია? ვუთხარი ვინა ხარ, რატომ მიღებ? ჩვენ გადაღების უფლება გვაქვსო, - მიპასუხა. ვინ ხართ - მეთქი, - უკვე ვეკითხები იმ გოგოს რომელიც თურმე ამ ოპერატორს ახლდა. ჩვენ რესპოდენტს ვიღებთო, აქამდეც ხომ იყავით, რატომ არ გადაიღეთ? - ვეკითხები და ვამბობ - კარგი, გადაიღე, მე არ მინდა ჩემი რესპოდენტი თქვენთან ერთად ჩავწერო, ჩაწერეთ თქვენ და მერე ჩავწერ მე. რამ გააღიზიანათ არ ვიცი, მოიწია უფრო ახლოს, თავიდან ირონიულად დაიწყო სიცილი, მერე დაიმანჭა, ნიშნის მოგებით დამეჭყანა, რასაც ქვია. მაშინ იყო მიკროფონი რომ მოვუქნიე.

_ ჩაარტყი ანუ?
_ არა, ჩასარტყმელად ვერ მივწვდებოდი, ასე ახლოც არ იყო. მიკროფონი ავუქნიე, კამერას მოხვდა, თუმცა გადაღება განაგრძო. ანუ კამერა არ გაფუჭებულა. იქ მყოფი ხალხი დაუპირისპირდათ შემდეგ ამათ და გაიქცნენ. ალბათ გამოუცდელობით მოუვიდათ, ემოციებში იყვნენ მაინც და ვერ დამალეს, დარეკეს ტელეფონზე და ვიღაცას ეუბნებიან ყველაფერი გადავიღეთ, კამერა დაზიანებული არააო. ეს სხვებმაც იქ ვინც იყვნენ მოისმინეს, ჩემი წარმოსახვის ნაყოფი არაა. სავარაუდოდ ბასილაიას ელაპარაკებოდნენ და მოახსენეს რაც მოხდა.

_ ანუ ბასილაიაა აქ მთავარი ვიოლინო?
_ რა გითხრა. ბასილაია სვანეთში ვნახე, ივანიშვილი შეხვედრას რომ მართავდა მაშინ. გახსოვს გაავრცელა მეცხრე არხმა კადრები, როცა ჟურნალისტ ეკა დუგლაძეს ვიღაც ქალი ეუბნება რას გავხარ, გათხოვილი ხარ თუ არა, შენ ვინ მოგიყვანდა და ასე შემდეგ. ამ დროს ჩავიარე იქ, პარკში ხდებოდა ეს ამბავი. მე ვიცნობ ამ ქალს ვინც დუგლაძეს ასე ელაპარაკებოდა. ბასილაიას ახლდა ეს ქალი, ეკა ყოლბაია. ბასილაია ამ დროს იქ არ იყო. ჩავიარე, შევხედე რასაც აკეთებდნენ ესენი და ყოლბაიას რომ გავუსწორდი ჩავილაპარაკე - ეკა, რას აკეთებ, არ გიხდება ასეთი რაღაცეები. ეს იყო და ეს. შელაპარაკებაც არ ყოფილა, ამის შემდეგ ჩვენ იქ დავრჩით კალაში უნდა ავსულიყავთ. ვიდრე მე მასალას ვამონტაჟებდი ჩემი ოპერატორი უნახავთ ბასილაიას და ყოლბაიას. ყოლბაიას უთქვამს ჩემი ოპერატორისთვის რომც დამავალონ ნანას მე არ გადავიღებ, არა მაქვს მე მაგასთან ასეთი ურთიერთობაო, ამ დროს ჩაეჭრა ლაპარაკში ბასილაია და უთქვამს, რა გასაკვირია ფაჟავასგან, მაგ ბარიგასგანო. ეს რომ გავიგე დავურეკე იმავე საღამოს და ვუთხარი რაც გავიგე. ეს რამ გათქმევინა-მეთქი, ასეთი რამ რამ გათქმევინა-მეთქი, უარყო, არ მითქვამსო. ახლა ამბობს ბასილაია რომ თურმე სვანებით და მკვლელობით ვემუქრები. ერთადერთი რაც ვუთხარი ესაა - ჭკვიანად იყავი და ენა დაიმოკლე-მეთქი. ესაა მუქარა? იმ საღამოსაც მომწერა - თმის ღერი არ ჩამომივარდესო. ახლა გეკითხები, რაში მჭირდება სხვისი დახმარება ბასილაიას თავისი საკადრისი პასუხი რომ გავცე? რაში მჭირდებიან სხვები. რამდენიმე დღის წინ სააკაშვილი ჩხოროწყუში იყო, დახურული შეხვედრა ქონდა. შეხვედრის წინ და შემდეგ ჩავიწერეთ ხალხი. ამ დროს ბასილაია შორიახლო იდგა, გვიღებდა შევხედე, მაგრამ ხმა არ ამომიღია. გუშინ, ჯერ ერთი არ ვიცოდი ვინ იყვნენ ესენი ვინც გვიღებდნენ, მერე რომ მივხვდი ვინც იყვნენ უფრო ამაზრზენი გახდა. ბასილაიაზე გაბრაზებული არა ვარ, უფრიო გული მწყდება. მალხაზ ბასილაია პირველ არხზე მუშაობდა, ორი წელი მიკროფონის გარდა არაფერი ქონდა, კაბელიც კი არ ქონდა, კანერა არ ქონდა, ტრანსპორტი და არაფერი. მე დამყავდა მალხაზ ბასილაია. აფხაზეტში დაკავებული რომ იყო2007 წელს, მაშინ უკვე არ მეკონტაქტებოდა, მიუხედავად ამისა ქიშმარიას დავურეკე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის რომ ბასილაიასთვის მეშველა. დამერწმუნებინა აფხაზური მხარე რომ აგენტი არ იყო ბასილაია. დარწმუნებული ვარ რომ 80% მის გათავისუფლებაში მე მიმიძღვის.

_ აგენტიაო იტყვიან ახლა.
_ რა აგენტობას? არასდროს მოვრიდებივარ არავისთან დაკავშირებას, ჟურნალისტი ვარ და რა უნდა ვქნა აბა? როცა საჭირო იყო მე გამიკეთებია ყველაზე მეტი საქართველოსთვის და აგენტიაო ჯერ ამის თქმა არავის გაუბედავს, ვერც გაბედავენ. 2008 წელს ბასილაია გაიტაცეს ხეთადან, სადაცომის დროს იყო ნათესავთან თავშეფარებული, 9 აგვისტოს მოხდა ეს ამბავი. ოქტომბერში მოვიდა ჩემთან, მაშინ ადამიანის უფლებათა ცენტრში ვიყავი და მთხოვა დამეხმარე და გამიხმაურე ეს ამბავიო. მისულან იქ სამხედრო ფორმიანი უცხო პირები, გაუყვანიათ ნათესავის სახლიდან, წაუყვანიათ ხეთის ტყეში, რუსების სასარგებლოდ პროპაგანდასა და აგიტაციაში ადანაშაულებდნენ, თავად მოყვა როგორ შეხსნეს ქამარი, როგორ ჩახადეს, მე არ ვიცი გაუპატიურების მცდელობა იყო თუ მართლა მოხდა ეს ამბავი, მოყვა როგორ ჩამოაცვეს ტომარა თავზე, რომ იყო მკვლელობის მცდელობა, რომ ცემეს. მე თავად წავიყვანე იმ ადგილებში სადაც ყავდათ წაყვანილი, ჩემი ფოტოკამერის წინ პოზირებდა და აღწერა ყველაფერი როგორც იყო. მოყვა როგორ გამოაღწია. ხობის პოლიციაში გააკეთა განცხადება, მაგრამ მერე გურამ მისაბიშვილმა ჩაფარცხა საქმე.

_ გუბერნატორმა?
_ სენაკის ყოფილი გამგებელია, ახლა ალბათ გადადგება გუბერნატორობიდან, აპირებს მაჟორიტარობას ნაცმოძრაობიდან. მისაბიშვილთანაა ძალიან დაახლოებული. მალხაზ ბასილაია წლების განმავლობაში ძავადა მისაბიშვილს ფულს, აშანტაჟებდა, შემდეგ შვილი მოანათვლინა მისაბიშვილს. თავად ბასიალაი არ მალავდა რომ მისაბიშვილი მას გარკვეულ თანხას უხდიდა ყოველ თვეში, ყველანაირად დამაკმაყოფილაო, ასე ამბობდა. ახლა ამბობს ჩემზე რომ თურმე იმედიდან გამიშვეს, ეს ყველამ იცის რატომ მოხდა და ახლა არ გავიმეორებ, მაგრამ თავად რატომ გამოუშვეს მზიდან ამას თუ გაიხსენებს კარგი იქნება. ღირსების ორდენოსანი ჟურნალისტი რატომ გამოუშვეს და თავად განაცხადა ინტერვიუში, სააკაშვილთან მინდოდა შეხვედრა ამის გამო ანაკლიაში და დაცვამ ჰაერში ამწია და სადღაც დილეგში ჩამაგდესო. შემდეგ ღირსების ორდენზე თქვა უარი და განაწყენებული იყო, ახლა რადიო „ათინათიდანაც“ გააგდეს. ამ ხნის განმავლობაში მისაბიშვილი მფარველობდა და აფინანსებდა. გუშინ როგორც გავარკვიე ზაზა გოროზია უჭერს მხარს, გუშინ პოლიციაში რომ დამიბარეს იქ გოროზიას პიარი ლალი გელენავა მოვიდა დაზვერვაზე.

_ რა გითხრეს დაკითხვაზე?
_ მედიაორგანიზაცია სმოჯიმ შემოიტანა განცხადებაო, მითხრეს. სამი გვარი იყო მითითებული, არ ვიცი ვინ არიან და შენ წარმოიდგინე არც არავინ იცნობთ მათ როგორც ჟურნალისტებს. ბასილაიას ჯგუფია, არიან ნაცმოძრაობის აქტივისტები, შეიძლება სკოლაც კი არა აქვთ დამთავრებული, არც არანაირი მოწმობა არა აქვთ. თავად ბასილაია ამბობს რომ უცხოეთიდან აფინანსებენ, შემოწირულობებით. ახლა როგორც ჩანს გადაწყვიტეს მისი დახმარებით ჩამომაცილონ არჩევნების წინ მოვლენებს. მსგავსი მოხდა მაშინ როცა გოროზიას დავალებით რადიო იმედიდან დამირეკეს და მითხრეს მიკროფონი სხვისთვის გადამეცა, იმიტომ რომ ჩემი გაკონტროლება პირდაპირ ეთერში უკვე ვერ ხერხდებოდა. ეს არის ჩვეულებრივი ხელწერა. სხვა არაფერი. ბასილაიამ ისიც კი იკადრა, რომ მისი გატაცება იყო თუ სხვა რამ, თქვა რომ თურმე ეს ჩემი ინიციატივით გაჟღერდა იმისთვის რომ მე რაღაც გროშები დამეგროვებინა. ამბობს ჯიპით დადის მაესტროში დიდი ხელფასი აქვსო. ბანკიდან სამწლიანი სესხი გამოვიტანე და თურმე ამის სალაპარაკო ყოფილა.

_ მაესტროს თუ დაუკავშირდი, რა გითხრეს? ან გამომძიებლებმა რა გითხრეს?
_ გამოძიება დაიწყეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის სეშლის ფაქტზე. თურმე მე შევუშალე ხელი. აუცილებლად მოვითხოვ ექსპერტიზა ჩაუტარონ კამერას, იმიტომ რომ ის ზუსტად ვიცი არაა დაზიანებული. ჩემი მიკროფონიც დაზიანდებოდა ასე რომ იყოს. გაბედოს ვინმემ და უარი თქვას ექსპერტიზაზე. ყველაფერს დავადგენ, იმასაც თავად დააზიანეს კამერა თუ მიკროფონმა დააზიანა. არ დაგავიწყდეს მიკროფონს ღრუბელი აქვს და ეს ვერ დააზიანებდა კამერას. თუ დაზიანებულია კამერა საინტერესოა როგორ გადაიტამეს მასალა? უკან არავითარ შემთხვევაში არ დავიხევ. ახალ წელს კაპეზეში რომ შევხვდი და კამერა დამიზიანეს, ის კამერა ჩამოიღოს როლანდ ახალაიამ თაროდან და გამოიძიოს საქმე. რაც შეეხება მაესრტოს, მე არავის დავკავშირებივარ. ერთი რაც იყო ისაა რომ დამიკავშირდა ხატია ქვათაძე და მითხრა რა განცახდებას გაავრცელებდა... სასიამოვნო ნამდვილად არ იყო რაც მოხდა. თუმცა სხვაა მიზეზები რამ გამოიწვია ეს.

_ რას აპირებ?
_ ბასილაიას წინააღმდეგ შევიტან განცხადებას და ყველა მის გამოხტომასა თუ ნათქვამზე მოუწევს პასუხისგება. მას მოუწევს იმ პირადი ანგარიშების გამოქვეყნება, სადაც თურმე უცხოეთიდან ურიცხავენ თანხებს. მოვითხოვ ასევე გამოქვეყნდეს როგორ მუსაობდა პირველ არხზე და როგორ ასაღებდა საკუთარი ოჯახის წევრებს რესპოდენტებად, რომლებიც თურმე აფხზეთიდან დევნილები იყვნენ.