აჭარის მეთაურის ლევან ვარშალომიძის რჩეული 19 წლის ნათია ძირკვაძე გახდა.
ამის შესახებ "FACEBOOK"-ში უკვე აქტიურად საუბრობენ. სოციალურ ქსელში უკვე ვარშალომიძისა და მისი რჩეულის ფოტოებიც გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ბეშუმში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშალომიძეს ოჯახის შექმნისკენ მოუწოდა და როგორც ჩანს, აჭარის მეთაურმა პრეზიდენტის რჩევა გაითვალისწინა.
"აქედან ლევან ვარშალომიძესთან სახლში მივდივარ. ლევან ვარშალომიძე, რაც აჭარაში ჩამოვდივარ, ბეშუმში სულ ერთი და იმავე ხის ქოხში ცხოვრობს და ბათუმშიც ისევ იქ ცხოვრობს, სადაც სტუდენტობისას ცხოვრობდა, როცა მე მას უკვე ვიცნობდი. განსხვავება კორუმპირებულ მმართველებსა და ჩვენს მთავრობას შორის იცით რაშია? ვარშალომიძემ ამ რვა წლის განმავლობაში სახლი ვერ და არ აიშენა, ოჯახსაც კი ვერ მოეკიდა. სამაგიეროდ, მან ახალი აჭარა ააშენა და მშენებლობას ახლაც აგრძელებს", - განაცხადა ბეშუმში ყოფნისას სააკაშვილმა.