"კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტის - მასთ ქერის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციის წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ განაცხადა, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაარღვია კანონით დაკისრებული ვალდებულება და დადგენილ ვადებში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართაც მასთ ქერის დებულებები ვრცელდება. მისივე თქმით, კომისიის წარმომადგენლები მედიის საშუალებით კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით "მასთ ქერის" დანერგვა 2 კვირით გვიანდება.
"კომისიის განცხადების თანახმად, მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შესაბამისი სამაუწყებლო არხების თავიანთ მომხასურების პაკეტში ჩასმის ვალდებულება მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობათ, რაც ტელეკომპანიის წერილობით შეტყობინებას მიიღებენ და თავად ტელეკომპანიები უზრუნველყოფენ სიგნალის მიწოდებას - კანონის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება მასთ ქერის შესახებ მირებულ საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი საერთოდ არ ითვალიწინებს ტელეკომპანიის მიერ წერილობითი შეტყობინების ან სიგნალის მიწოდების ვალდებულებას - განაცხადა ლევან დოლიძემ. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" კომისიას მოწოდებს, ტავი შეიკავოს კანონის არასწორი ინტერპრეტაციისგან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას", - აღნიშნავს გამოცემა.
"კოალიციის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ მასთ ქერის დანერგვას, რომელიც სავალდებულო ხასიათს ატარებს, ორი კვირით დააგვიანდეს - "მასთ ქერის პრინციპის შესრულება მინიმუმ ორი კვირითდაგვიანდება თუ რეალურად ისე მოხდა, რომ კანონი არასწორად იქნე გაგებული და მოხდა კანონის ინტერპრეტირება - ეს არის კანონის უხერეში დარღვევა", - აცხადებენ "მედიის ადვოკატირებისთვის" წარმომადგენლები. შექმნილ სიტუაციაში კი მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს ტელეკოიმპანიებმა წერილობით უნდა მიმართონ, რომ მათ თავიანთ მომსახურების პაკეტში ჩასვან მიწოდებული სიგნალი - წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტრანზიტულ კომპანიებს კანონიერი ვალდებულება ეხსნებათ!" - დასძენს გამოცემა.