"თქვენა ხართ, ხმამაღლა გეუბნებით, ამ ხალხის თვალწინ, მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ხალხის მტერი, მოსისხლე მტერი" - ასე მიმართა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა სააგენტო "ინფო -9"-ის ჟურნალისტს თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში, სადაც გუბერნატორი ადგილობრივებს ხვდებოდა. წინასაარჩევნო შეხვერდაზე ზარიძეების მცხოვრებლებმა გუბერნატორს და თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს გიორგი აბაიშვილს უსაყვედურეს და უყურადრებობაში დაადანაშაულეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ცეზარ ჩოჩელმა "ინფო 9"-ის ჟურნალისტებს ხალხის მტრები უწოდა."
"ცეზარ ჩოჩელი: "მე ვთხოვე, ყველა ადამიანი, ვინც... რა შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, პირიქით, მინდა, რომ დასვან ის კითხვა, რომელიც გულში აქვთ და მე რომ აქედან წავალ, მაშინ კი არ თქვან, სანამ აქა ვარ, აესე მითხრან, პირდაპირ და გავცემ პასუხს". ადგილობრივი ქალბატონი: "ძალიან გთხოვთ რა, არ გინდათ, ხალხს თვალებში ნაცარს ნუ აყრით. არ გინდათ. ყოველ არჩევნებზე იგივე დაპირებები, იგივემ იგივე თქვენგან, ბატონო, გოგა, წინა არჩევნებზე. ისევ იგივე მდგომარეობაა. ჩემ ოჯახში მე არ ვმუშაობ, ჩემი შვილის არ მუშაობს, დედაჩემი - ეს ქალბატონო გახლავთ - 110 ლარი აქვს პენსია, ვერ გადავიხადე მეორე წლის გადასახადი და ბავშვი გამოვარდა სასწავლებლიდან... რა გავჩუმდე, მე გავჩუმდე? სუყველანი აქა დგეხართ, სამსახური გთხოვეთ, ხმა არ ამოიღე, დახმარება გთხოვე, საერთოდ არა გაქვს, წავედი პარლამენში და ისეთოი პასუხი გამომიგზავნე იქიდან, რომ საერთოდ თანხა არა გაქვს. ბეგრე არ არი? რა მაჩხუბებს? ჩემი გაჭირვება მალაპარაკებს და ისა, იქ გადმოვედი და დაიმალე კიდე, ვითომ არ იყავი იქა". ცეზარ ჩოჩელი: "სად გადახვედი?" თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გაბაშვილი: "გაიყვანეთ!" - ქალბატონის გაყვანა უბრძანა თანხლებ პირებს", - წერს რეპორტაჟის ავტორი, "მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტი.
"ცეზარ ჩოჩელი: "ისე რომ "თქვენ ვერ დამისვამთ ისეთ კითხვას, რომელზეც ან არ მექნება პასუხი ან ვერ გაგცემთ"... მას შემდეგ, რაც "ინფო 9"-ის ჟურნალისტმა ცეზარ ჩოჩელს კითხვით მიმართა კომენტარი სთხოვა, გუბერნატორმა მათ "ტენდენციურები" და "ხალხის მტრები" უწოდა. ცეზარ ჩოჩელი: "თქვენ ვინ ბრძანდებით?" ჟურნალისტი: "ჟურნალისტი "ინფო 9"-ის", თეა შომახია". ცეზარ ჩოჩელი: "თქვენ ხართ ძაან ტენდენციური ხალხი და აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ და მხოლოდ გვერდიდან იდგეთ და ნახოთ ჩემი ხალხთან შეხვედრა. თქვენა ხართ, ხმამაღლა გეუბნებით, აემ ხალხის თვალწინ, მთელი თქვენი ჯგუფი არის ამ ხალხის მტერი, მოსისხლე მტერი". ჟურნალისტი: "ქალბატონმა კითხვა დასვა". ცეზარ ჩოჩელი: "არა, დასვა, გავეცით პასუხი რა. თქვენ არ გცემთ-მეთქი პასუხს. მე ხალხს გავცემ, გამოდით აქეთ რა", - განაგრძობს გამოცემა.
"მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იმის გასარკვევად, რატომ უწოდა გუბერნატორმა ჟურნალისტებს "ხალხის მოსისხლე მტრები", ცეზარ ჩოჩელს დაუკავშირდა - "ბატონო ცეზარ, თქვენ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეთ და მათ ხალხის მოსისხლე მტრები უწოდეთ. რატომ მიმართეთ ასე ჟურნალისტებს?" - ცეზარ ჩოჩელი: "კომენტარს არ ვაკეთებ, გენაცვალე. გავეცი პასუხი რატომ არიან. რატომაც ვუწოდე ხალხის მტრები, ეგ თვითონაც აქვთ ჩაწერილი და გამოართვით". - "გუბერნატორს აქვს უფლება რომ ჟურნალისტებს ასე მიმართოს? "კაი გენაცვალე რა, უფლება რომ არ მქონოდა არ ვეტყოდი" - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა და ტელეფონი გათიშა", - დასძენს რეპორტაჟის ავტორი.