სალარო ცარიელია და ბანკს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა

სალარო ცარიელია და ბანკს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა

"ქართუ ბანკის" სალარო ცარიელია და ბანკს მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბანკის დირექტორატის ყოფილმა წევრმა გოჩა ჩიკვილაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ვერ გაიხსნა ბანკის საცავი, რადგან საცავზე პასუხისმგებელი პირი მანანა ნადირაძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან. შესაბამისად, ჩიკვილაძის განცხადებით, საცავი ამ დროისთვისაც არ არის გახსნილი, რის გამოც სალარო ცარიელია და ბანკს არ ეძლევა მუშაობის შესაძლებლობა.

ამ დროისთვის ბანკში თანამშრომლები იმყოფებიან, როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გააგრძელებენ თუ არა ორგანიზაციაში მუშაობას.

შეგახსენებთ: "ქართუ ჯგუფისა" და "პროგრეს ბანკის" დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ გუშინ "ქართუ ბანკის" ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილი და დირექტორატი თანამდებობიდან გათავისუფლა.