„რუსთავი 2“-ში მიმდინარე გარკვეული გადაადგილებები პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება ”ნაციონალურ მოძრაობაში”

„რუსთავი 2“-ში მიმდინარე გარკვეული გადაადგილებები პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება ”ნაციონალურ მოძრაობაში”

ტელევიზიის მფლობელს, ბატონ მიხეილს აქვს თავისი ინტერესები „რუსთავი2“-თან მიმართებაში და რა თქმა უნდა ამასთან იქნება დაკავშირებული ის ცვლილებები, რომელიც ხორციელდება ტელეკომპანიის მენეჯმენტში, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ში მიმდინარე მოვლენებს.

კობახიძის შეფასებით, ხელისუფლებას აღნიშნულ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არანაირი სუბიექტური ინტერესი არ აქვს. ”რა თქმა უნდა იქ არის გარკვეული გადაადგილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ ძვრებთან, რომელიც ხორციელდება ”ნაციონალურ მოძრაობაში”. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამ პროცესებს, მხოლოდ და მხოლოდ მონიტორინგი განვახორციელოთ. ჩვენთვის მთავარია ჟურნალისტების უფლებები იყოს დაცული და მედიაპლურალიზმი იყოს დაცული და ამ კუთხით განახორციელებს მონიტორინგს პარლამენტი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.