მარინა ბერიძე:  ნიკა გვარამია თათბირზე არ ყოფილა, თათბირს გია ყარამანაშვილი ატარებს

მარინა ბერიძე: ნიკა გვარამია თათბირზე არ ყოფილა, თათბირს გია ყარამანაშვილი ატარებს

"რუსთავი 2"-ში მიმდინარე თათბირს არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არ ესწრება, - ამის შესახებ ტელეკომპანიის ეზოში მყოფ მედიის წარმომადგენლებს გადაცემა "სხვა შუადღის" ერთ-ერთმა წამყვანმა მარინა ბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თათბირს არხის ერთ-ერთი მფლობელი გია ყარამანაშვილი ატარებს და შეხვედრის დროს საუბარი არ ყოფილა მის არხის გენერალურ დირექტორად დანიშვნაზე.

"ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ნიკა გვარამია თათბირზე არ ყოფილა. თათბირს ატარებს გია ყარამანაშვილი", - განაცხადა მარინა ბერიძემ.

"რუსთავი 2"-ში თათბირი 4 საათია მიმდინარეობს. არხის მფლობელი თანამშრომლებს ეტაპობრივად ხვდება. ცოტა ხნის წინ ყარამანაშვილთან შეხვედრაზე "რუსთავი 2"-ის ოპერატორები შევიდნენ.