ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში

ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში

ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებებს უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა ბრალდებულ გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრების ვიდეოჩანაწერების გარდა, საქმეში სხვა ვიდეომტკიცებულება არ დევს.

"ჩვენი პროცესის დახურვის შუამდგომლობის ეტაპზე, ასევე პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, განვაცხადეთ, რომ სისხლის სასამართლის საქმეზე არ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ასახულია კონკრეტული პიროვნების პირადი ცხოვრების ამსახველი დეტალები. ყველასთვის ნათელი რომ გახდეს რა ვიდეოჩანაწერებზეა საუბარი ვიტყვი, რომ ეს არის ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია გიორგი მამალაძისა და ირაკლი მამალაძის შეხვედრები და საუბარი. ამ ვიდეოჩანაწერებში გიორგი მამალაძე განიხილავს სხვადასხვა პირების პირად ცხოვრებას უარყოფით და მიუღებელ კონტექსტში. ასევე არსებობს სხვა მტკიცებულებები, რომელიც ეხება ბრალდებულის პირად ცხოვრებას და სხვა პიროვნებების პირად ცხოვრებას", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.