საბოლოოდ, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად გვექნება კონსულტაციები

საბოლოოდ, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად გვექნება კონსულტაციები

ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით გუნდში მუშაობა გაიმართება - გვაქვს მზაობა, მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ვენეციის კომისიის სხდომა დანიშნულია 16 ივნისს. მას პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრება. განხილული იქნება რამდენიმე პრინციპული საკითხი. ერთ-ერთი იქნება საარჩევნო სისტემა ბონუსებთან დაკავშირებით. შემდეგ გვექნება დამატებითი კონსულტაციები. საბოლოოდ, როგორც ფორმულირდება ვენეციის კომისიის მოსაზრებები, იმის შესაბამისად გვექნება კონსულტაციები, რათა არ იყოს პრინციპული წინააღმდეგობა. ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში არ არის უარყოფითი შეფასება - არის დასაბუთებულობის მეტი მოთხოვნა“, - აცხადებს ეკა ბესელია.

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა გუშინ გახდა ცნობილი. დოკუმენტის მიხედვით, კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთელი რიგი შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს.