არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ

არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ

არაოფიციალური ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილების შეცვლას და თანამდებობაზე დარჩენას სთხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ არაოფიციალურად გახდა ცნობილი, დილიდან გვარამიასთან მოლაპარაკება სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს, თუმცა საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს გვარამია, ამ ეტაპზე უცნობია.

ნიკა გვარამიას მიერ არხის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა, რაც მალევე „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილმაც დაადასტურა. როგორც მათ აღნიშნეს, გვარამიამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თანამშრომლებს სპეციალურ თათბირზე გააცნო.

გავრცელებული ინფორმაციით, არხიდან წასვლის გადაწყვეტილება შესაძლოა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდეს, თუმცა არც „ევროპულ საქართველოში“ და არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი შესაძლოა მათ რიგებს შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ არსებული ცნობით, დღეს ტელეკომპანიაში მისვლას და თათბირის გამართვას გეგმავენ არხის მფლობელები, ძმები ყარამანაშვილები.