ICDI დედაქალაქის 5 საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებს გადაამზადებს

ICDI დედაქალაქის 5 საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებს გადაამზადებს

,,ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“ - პროექტი, რომელიც ააიპ ,,დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სსიპ ,,საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწალების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება! 3 ივნისს დაიწყო.

პროექტის მიზანი, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და პოტენციური საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერებაა.

ტრენინგები ჩატარდება თბილისის ხუთ საარჩევნო ოლქში პარტიების წარმომადგენელთა და პოტენციურ კომისიის წევრთა საარჩევნო კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და კონკრეტულად შემდეგ ოლქებს მოიცავს: ისანი, სამგორი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი

7 ივნისის ჩათვლით გადამზადდა პოლიტიკური პარტიების 25 წარმომადგენელი, რომლებიც ხუთი დღის განმავლობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ტრენინგებისა და სიმულაციური სავარჯიშოების შესრულებაში.

ცენტრის წარმომადგენლობა მოხარულია, მონაწილეთა მხრიდან არაერთი პოზიტიური შეფასებით, რაც აისახა ანკეტებში, რომელთაც პერმანენტულად ავსებდნენ ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილეები.

კიდევ ერთხელ, მადლობა, დონორ ორგანიზაციას, პროექტის საორგანიზაციო ჯგუფს, ტრენერებსა და ჩვენს ძვირფას მონაწილეებს საინტერესო და ნაყოფიერი ხუთდღიანი მუშაობისთვის და იმ შედეგებისთვის რასაც მოახლოებულ არჩევნებზე მოცემული ტრენინგების წყალობით მოვიმკით!