ოკუპირებულ აფხაზეთში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფი ტაჯიკეთის ხუთი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული პირების დაკავება ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში მოხდა.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აღნიშნეს, დაკავებულები რუსეთის მხარეს გადასცეს.