ნიკა გვარამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა

ნიკა გვარამია ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგა

”რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ტელეკომპანიაში დაუდასტურეს. 

”ინტერპრესნიუსი” არხის რამდენიმე თანამშრომელს ესაუბრა, რომელთა ინფორმაცითაც, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა. 

გვარამიამ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.