დეპუტატისთვის უცნობია როგორც მოხვდა მედიაში ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია

დეპუტატისთვის უცნობია როგორც მოხვდა მედიაში ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარი ვერსია

დეპუტატ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მხოლოდ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნა, ამიტომ მისთვის გაუგებარია როგორ მოხვდა ის მედიაში.

მამუკა მდინარაძემ "პირველს" განუცხადა, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა საჯარო 16 ივნისის შემდეგ გახდება.

"ვენეციის კომისიის დასკვნა საჯარო გახდება 16 ივნისის შემდეგ, იმიტომ, რომ საბოლოო დასკვნას ვენეციის კომისია სავარაუდოდ, დღეს მიიღებს და იქ იქნება პოზიტიური, რადგან წინასწარი დასკვნა ამაზე მიუთითებს.

რაც შეეხება იმას თუ საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ როდესაც დეტალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, თუ არ ვცდები "ტაბულას" მიერ, მაშინ დასკვნის წინასწარი ვერსია გადმოგზავნილი იყო მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან, შესაბამისად, დასკვნის გამოტანა თქვენითვის მომინდია. იმედია, არავინ იფიქრებს, რომ "ტაბულას" პარლამენტის თავმჯდომარემ მიაწოდა წინასწარი დასკვნის დეტალები",- განაცხადა მდინარაძემ.