ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა

ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა

ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტშია ნათქვამი.

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, ზოგადად, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, თუმცა იქვე განმარტავს, რომ საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად.

„პრეზიდენტის ირიბი არჩევის სისტემის შემოღება, როგორც ასეთი, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მისასალმებელია, რომ ახალი სისტემა არ იქნება გამოყენებული შემდეგი წლის არჩევნებზე და ძალაში შევა 2023 წლიდან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი სენატის არარსებობის პირობებში საპარლამენტო უმრავლესობის მქონე ძლიერი მთავრობის საპირწონეს საქართველოს საკონსტიტუციო სისტემაში პრეზიდენტი წარმოადგენს. შესაბამისად, ირიბ საარჩევნო სისტემაზე გადასვლამ არ უნდა გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენილი პირის მუდმივი არჩევა. საჭიროა ზომები პარლამენტში, პლურალიზმისა და შემაკავებელი და გამაწონასწორებელი სისტემის უკეთ უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის პროექტში.