პირები, რომლებსაც პროკურატურა ექსპერტებს უწოდებს, უბრალოდ, დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

პირები, რომლებსაც პროკურატურა ექსპერტებს უწოდებს, უბრალოდ, დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან

პირები, რომლებსაც პროკურატურა უწოდებს ექსპერტებს, უბრალოდ დაქირავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, - ამის შესახებ ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა მთავარი პროკურატურის მიერ გამოძიების პროცესში პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის ჩაერთვის საკითხს.

ოთარ კხიძის განცხადებით, უცხოელი პროკურორების ჩართულობით ვერანაირად ვერ ამაღლდება გამოძიებისადმი ნდობა.

”ჩვენ ვნახეთ, რომ შს სამინისტრომ ბრიფინგზე წარმოაჩინა სიტუაცია, რომლითაც ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე დამნაშავედ გამოიყვანეს თორდია. ამ ვერსიას გვთავაზობს პროკურატურა, რომ ჩაფარცხოს ეს საქმე. პროკურატურის მიერ დაქირავებული უცხოელი თანამშრომლების ჩართულობით, ვერანაირად ვერ შეცვლის იმ სურათს, რომელიც გვაქვს”, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადების გამოძიების პროცესში პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი ჩაერთო.